-ვიცი როგორ დაიღალე,
ისიც ვიცი, დასვენება როგორ გინდა.
გაუძელი, ეს ცხოვრება აიტანე,
ყოველი დღე ერთნაირი აღარ გინდა.
გადაშალე ცხოვრებაში ის ფურცელი,
რამაც გული გატკინა და დაგაღონა,
მოიშორე ნიღბიანი სახეები,
მოიშორე, დროზე, რაღამ დაგაყოვნა.
ვისაც შენი სიხარული ამწარებდა,
ვისაც შენი სატკივარი ახარებდა.
შენ წიგნიდან ის აბზაცი გადაშალე,
ვისი ყოფნაც არასდროს არ გახარებდა.
შეიცვალე სანამდის მზე ჩაესვენა,
სანამ ცაზე ბადრი მთვარე აიწვერა,
შეიცვალე ხასიათი ბოროტებთან,
სანამ შენი ისტორია დაიწერა.
წამიაო ეს ცხოვრება გავიძახით,
მოასწარი სანამ წამმაც გაიარა,
მოასწარი გული რასაც გიკარნახებს,
სანამ ბედის ვაგონებმაც ჩაიარა.
არ ინანო უკან როცა გაიხედავ,
ყველაფერი უფლის ნებით რაც ხდებოდა,
ოცნებები ღვთის გარეშე რომ ხდებოდეს,
ცხოვრებაში ყველაფერი ახდებოდა.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев