პაიალი მოწყენილია, მას ოჯახის წევრები ამშვიდებენ, ამ დროს მანორამა შემოდის და ისევ ამცირებთ მათ. ენქეი აკაშს ესაუბრება მის ქორწილის შემდგომ პერიოდზე. რომ ის გახდება მამა და ა.შ.
კუში სარკეზე პოულობს წარწერას სადაც შეხვედრას სთხოვენ. ის ფიქრობს რომ მესიჯი არნავმა დაუტოვა.
არნავს ბებია უყვება რაც მოისმინა მობილურზე. არნავი რეკავს და პოლიციელები პასუხობენ. არნავი მირბის თან ანჯალის სიტყვები ახსენდება. გარეთ გასულ არნავი შეშდება, მას წინ ანჯალი უდგას, რომელსაც ხელი და შუბლი შეხვეული აქვს. და-ძმა ცრემლიანი თვალებით უყურებენ ერთმანეთს. არნავი დას ეხუტება.
ანჯალი ყვება რაც მოხდა და ამბობს რომ მძღოლი კარგად არაა. ბებია ტირილით ეფერება მას, შემდეგ კი ოთახში აყავთ. არნავი და ანჯალი მარტო რჩებიან, არნავი მუხლებზე ადებს დას თავს და ტირის. ანჯალი მას ეფერება. არნავი ბოდიშს უხდის, რომ მის მიმართ უხეში იყო, არ უჯერებდა და ეუბნება რომ ის მისთვის ყველადფერია და, დედა და საერთოდ მთელი სამყარო.
არნავი ანჯალის ეუბნება რომ ძალიან შეშინდა, რადგან ეგონა რომ ისიც დედასავით მიატოვებდა. ანჯალი ამბობს რომ არასოდეს მიატოვებს, ანჯალი ურჩევს არნავს რომ რაც უნდა ყველაფერი უნდა გააკეთოს რადგან ერთხელ ცხოვრობენ. არნავი ოთახიდან გადის, თან ახსენდება როგორ შეეშინდა კუშის დაკარგვის.
ამ დროს კუში სახურავზე ადის, მას არნავიც ხედავს და გაყოლას აპირებს, მაგრამ ვიღაც აჩერებს. კუში სახურავზეა და ახსენდება არნავთან ერთად გატარებული მომენტები. მას ვიღაც ადებს მხარზე ხელს. კუში ტრიალდება და ღიმილი სახეზე შეაშრება როცა არნავის მაგივრად შიამს ხედავს.
არნავი ანჯალისთანაა და ხელს უხვევს. ანჯალი ეუბნება რომ თავის საქმე გააგრძელოს.
კუში შოკში ვარდება, როცა იგებს, რომ მესიჯი შიამმა გაუგზავნა და არა არნავმა. ის წასვლას ცდილობს მაგრამ შიამი არ უშვებს, ის ეუბნება რომ უყვარს დანახვის წამიდან და მათ შორის მხოლოდ ანჯალი დგას, რომ ისინი ერთად იქნებიან, შემდეგ კი ძალით იხუტებს.
არნავი კარს გაღიმებული აღებს, მაგრამ გაოგნდება იმით რასაც დაინახავს. მის წინ შიამი და კუში ჩახუტებულები დგანან, შიამი ეუბნება რომ ანჯალი მისთვის არაფერს ნიშნავს და მხოლოდ ის უყვარს. კუში მას ხელს კრავს და ეუბნება რომ თუ ანჯალი არ უყვარს დაშორდეს მას. ამ სიტყვებზე არნავი საშინელი იმედგაცრუებით შეხედავს კუშის, სამწუხაროდ ის კუშის სიტყვებს სხვანაირად იგებს. არნავი გულგატეხილი გამოდის იქიდან.
კუში როგორც იქნა თავს იხსნის შიამისგან, ის განერვიულებულია და პაიალს ეხუტება. არნავი გაყინული მზერით ჩამოდის კიბეებზე.
http://ok.ru/group/54924068454422/topic/64125987203862
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев