აკაშის და პაიალის რიტუალი სრულდება, შიამი ჩქარობს, რომ ანჯალი ცეცხლთან დასვას თუმცა შემთხვევით შეეჯახება და ტანსაცმელს დაუსველებს. ანჯალი გამოსაცვლელად მიდის.
არნავი მანქანით მიდის და ძალიან ნერვიულობს. ამ დროს მას აჩერებენ და ეუბნებიან რომ ავარია მოხდა. არნავი მანქანის გვერდზე დამტვრეულ სამაჯურებს ხედავს და ახსენდება რომ ისინი კუშის ეკეთა.
პაიალს მოულოდნელად ხველა აუტყდება, ბებია მანორამას წყლის მოტანას თხოვს მისთვის. მანორამას ეშინია რომ შეიძლება პაიალმა მოახლედ გაიხადოს.
არნავი მანქანიდან გადმოდის და სამაჯურებს იღებს. ამ დროს სასწრაფოს მანქანა დაიძვრება და სასოწარკვეთილი არნავი მას გაეკიდება.
მანორამას პაიალისთვის წყალი მიაქვს და ისევ ნერვებს უშლის. პაიალის დამშვიდებას აკაში ცდილობს, შემდეგ კი დარდს ანჯალის უზიარებს. ოჯახი იგებს რომ პაიალი ადრე გათხოვებას აპირებდა.
საშინლად შეწუხებული არნავი სამაჯურებს ისე უჭერს ხელს, რომ სისხლი მოსდის. ის ძალიან განიცდის.
მანორამა საშინლად ეჩხუბება პაიალს, ანჯალი ამბობს რომ ქორწილი მასაც ჩაეშალა თუმცა მანორამა მაინც არ წყნარდება. პაიალი ამბობს, რომ თუ მათ ასე სურთ აკაშს აღარ გაყვება.
არნავი მანქანაში ბრუნდება, ამ დროს ხედავს რომ მანქანის უკან კუში დგას. არნავი შვებით ამოისუნთქავს, თუმცა მერე გაბრაზდება და კუშის უხეშად ჩაავლებს ხელს, თან ეჩხუბება. კუში მას გაოცებული უყურებს. არნავი "რა მეშველებოდა თუ დაგკარგავდი?" კუში "თქვენ რა განაღვლებთ?" არნავი "მანაღვლებს იმიტომ რომ....... ჯანდაბა".
არნავი ვერ ამთავრებს სათქმელს, ამ დროს თვითონვე უკვირს რატომ ღელავს კუშიზე.
ბებია მანორამას დარწმუნებას ცდილობს, რომ ქორწილზე დათანხმდეს.
ამ დროს ენქეიც მოდის. ის ყვება რომ რაღაც შეემთხვათ და კუშიმ ფეხსაცმელი დაკარგა. არნავი მასაც უბრაზდება. ენქეი კუშის სამაჯურებს ჩუქნის გატეხილის სანაცვლოდ. არნავი იბუსხება. არნავი ენქეის უშვებს და კუში თვითონ მიყავს.
აკაში პაიალს ელაპარაკება და რომანტიულ სიტყვებს ეუბნება.
კუში ცდილობს სამაჯურები გაიკეთოს, მაგრამ არ ეტევა. არნავი ეუბნება რომ შეეშვას, მაგრამ კუში ჯიბრით ცდილობს გაკეთებას და ამ დროს ხელს გაიჭრის. არნავი სასწრაფოდ აჩერებს მანქანას და კუშის უყვირის რომ ფრთხილად იყოს.
მამიდა და კარიმა ნერვიულობენ პაიალის გამო. მათთან აკაში მიდის და ეუბნება რომ პაიალს არასოდეს მიატოვებს და მასზე იზრუნებს.
არნავი კუშისთან მიდის და მის ხელს იჭერს. კუში ეწინააღმდეგება, მაგრამ არნავი არ უშვებს. არნავი სისხლს წმენდს, შემდეგ კი სამაჯურის ნატეხს კბილებით აცლის. ისინი სიყვარულით სავსე თვალებით უყურებენ ერთმანეთს. არნავი უხვევს ხელს და ისევ მანქანაში ჯდება.
სახლში რიტუალი გრძელდება. კარიმა ისევ აღელვებულია. ანჯალი და ნანი იგებენ რომ არნავი და კუში ერთად არიან და უხარიათ. შიამი ბრაზდება.
არნავს კუში სახლში მიყავს და ეუბნება რომ ფრთხილად იყოს. რიტუალი სრულდება, კუში მარტო შემოდის სახლში. კუშის ხელზე ეკითხებიან, მაგრამ ამბობს რომ კარგადაა.
კუში ოთახიდან გადის და არნავს შეეჩეხება, რომელსაც პატარა პარკი უჭირავს. არნავი ეკითხება როგორაა მაგრამ საუბარს ენქეი აწყვეტინებთ.
კუში ოთახში შედის და სარკესთან სამაჯურებს პოულობს, კუშის ძალიან უხარია და იკეთებს. ამ დროს შეამჩნევს რომ კარებში არნავი დგას და გაღიმებული უყურებს. კუშის გაახსენდება რომ არნავს სამაჯურები ეჭირა და მიხვდება რომ მან აჩუქა. გაოცებული კუში იატაკზე გაიშოტება. გონზე მოსული კუში პირველად არნავს ხედავს, რომელიც ძალიან ზრუნავს მასზე.
http://ok.ru/group/54924068454422/topic/64125987203862
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев