Предыдущая публикация
დაარხევს ქარი და ღამესთან აცეკვებს..
მითხარი, რომ ისევ არ დავაგვიანე,
რომ გრძნობა თვალეში ეშმაკებს აცელქებს.
შენ ახლა ჩემში ხარ, ვაოკებ სურვილებს,
მზიანი აისით ავინთებ სარეცელს,
თავნება სიყვარულს ვერ ვუკლავ წყურვილებს
და ხელებს ვაშველებ სადმე არ დაეცეს.
სად მიდის ეს გზები, მოხედვაც არ მინდა,
ნანატრი სიზმრები თოკებზე გავფინე.
რამდენი ზამთარი უშენოდ გავიდა,
დღეს კი, შენს ფეხებთან მაისი დავფინე.
მარწმუნე, რომ ახლა ნამდვილად გათენდა,
დავადე საკეტი უშენო აპრილებს,
მითხარი ლოდინი შენშიც რომ ათევდა,
რომ ჩემი ბავშვური სიცელქე გაკვირვებს.
შენ ახლა ჩემში ხარ, ნაბიჯებს გიდარებ,
ჩავუვლით ლიანებს ქარებში გადაშლილს,
და თუგინდ იწვიმოს, მე შენთვის ვიდარებ,
დამპირდი, რომ წვიმა ნაკვალევს არ წაშლის
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев