ადამიანების მაკლია სითბო.
მტკივა..არადა,მაინც ვიღიმი,ვითომ.
ყოველდღე,ყოველწუთს,ყოველწამს გნატრობ
და ასე მივათრევ ცხოვრებას მარტო.
ამინდებს განწყობა ერევათ,ჩემსავით..
ღრუბლებიც,გულივით,ხმამაღლა კვნესიან.
მე გარდავიცვლები,მაგრამ არ მოვკვდები,
როცა უშენობას შიგ გულში მესვრიან.
მარტი,აპრილი და მაისი- მესამე.
მთელი გაზაფხული- უვარდოდ,უფეროდ..
დღიურშიც დამჭკნარა ფოთოლი კესანის,
(და მეც აღარ ვიცი ვის უნდა ვუმღერო).
მაკლია სითბო და მით უფრო,გრძნობები.
ნდობა როდინდელი,შემომრჩა აღარც კი.
მე უიარაღო, შიშველი გულით ვარ,
ამიტომ იღბალთან ჭიდილში დავმარცხდი.
მაკლია სითბო და მიჭირს დაჯერება,
რომ წყვილებს გრძნობები უცვლიან საქციელს.
მე უკვე მოვასწარი დარდით დაბერება.
ურწმუნო, ეჭვიან ფიქრებად მაქციე.
არ მჯერა არავის! არაფრის! არც შენი!
სითბო მაკლია და ვაკლივარ სითბოს.
მცივა და დავდივარ, არაფრად ვვარგივარ.
მტკივა და მაინც ვიღიმი,ვითომ..
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев