რასაც ფერებით ვერ დავხატავ,შენ ვერ მოგიტან...
მაგრამ ამ ბოლოს დაგავიწყდა,სულ-ერთი გახდა
რომ უშენობით მე ეს გული უკვე მომიკვდა...
მიტოვებული სულია და ... სხეულს რაუჭირს..
მიტოვებული სახლიდანაც მოჩანს ჭინკები,
არ ჩანს სიცოცხლის ბედისწერას დიდი დრო ჰქონდეს,
და თუ ბედია უშენოდაც კარგად ვიქნები.
მეფობს სიჩუმე,ვერაგია მისი ზმანება
წვიმად მოსული ლეკვია და ხანაც სასჯელი,
მე აღარ მესმის,ვეღარ ვბედავ ვინმეს გაგებას
და ძლიერ მიკვირს უღმერთოდ რომ დღემდე გავძელი..
დაიარება ჩემს ოთახში ჩამქრალი ლანდი
და აღარ მინდა ამ გაზაფხულს ამდენი გლოვა,
ვიცი შეგხვდები მე იმ ქვეყნად ასი წლის შემდეგ,
მაგრამ ამ ქვეყნად, შენ არასდროს...შენ აღარ მოხვალ..
და ვხედავ ატმებს დასკდომიათ კვირტები ტანზე,
და გაზაფხულის სასწაულია ამ გულის ფეთქვა,
სისულელეა ჩემი წასვლა შენგან ყოველდღე
სისულელეა, ყველაფერი ერთად რომ მეთქვა...
ჰო და .. წამსვლელი როდის წავა,რა მნიშვნელი აქ
სათქმელს იტყვის თუ დაედება მასზე ტიტრები,
არ ჩანს სიცოცხლის ბედისწერას დიდი დრო ჰქონდეს
და თუ ბედია,უშენოდაც კარგად ვიქნები...
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев