ხან დავეცი, მუხლიც გადავიტყავე,
ხან მიშველეს, ხან კი ფეხიც დამიდეს,
ჭკუის სწავლად ეს მაინც არ ვიკმარე.
სიყვარულზე ღვარძლი შემომაგებეს,
არ გავჩერდი, გულნატკენმაც ვიარე,
ზოგს თუ ესმის შენი, ზოგიც დაგცინის,
რას გაუგებ გულგრილ ადამიანებს.
ზოგჯერ თუ ვთქი, რაც მინდოდა რომ მეთქვა,
ხანაც პირზე შემაჩერდა სათქმელი,
განა მართლა პოეტი კი არა ვარ,
ისე, ჩემი დარდის ლექსად ვარ მთქმელი.
ნუ გამკიცხავთ, ლექსი თუ ვერ დავაწყვე,
გრძნობააშლილს რითმაც თუ ამერია
იცით ? ზოგჯერ ჩვენი სასიქადულო, პოეტების, მართლა კიდეც მცხვენია.
სად გინახავთ მოლექსე სულ ღიმილით,
თუ არ სტკივა, თუ არა გრძნობს არაფერს,
ზღვას გავანდე ჩემი გულის დარდები,
მონატრემულ გულს იმედი აავსებს.
დაავწერ სანამ კალამშია მელანი,
სანამ ჩემი მუზაც არ მიღალატებს,
გეფერებით, ვინც მომისმენთ, გამიგებთ,
მერე ლექსად მოგიყვებით დანარჩენს.
/ნანა მეტრეველი/
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев