მოდელი რომელიც ძალიან სპორტულია და აგრესიულად გამოიყურება, ძალიან არის მიმსგავსებული Nürburgring–ის 24 საათიანი რბოლების პროტოტიპთან. "ტოიობარუს" მოდიფიცირებულ ვერსიას, უამრავი ახალი დეტალი შეემატა, ისეთები როგორებიც არის, კარბონის სპოილერები, შავი ფერის კაპოტი ჭრილებით, დიდი ზომის დიფუზორი, საბარგულზე მოთავსებული დიდი ანტი ფრთა, სპორტული ჩამხშობი, სპორტული დისკები და სხვა. პერფორმანსის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა ვიცით რომ ავტომობილის 2 ლიტრიანი, 4 ცილინდრიანი ძრავი, 200 ცხენისძალას და 205 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ეს უკანასკნელი გადაბმულია 6 საფეხურიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფზე, რომელიც სიმძლავრეს უკანა წამყვან თვლებს აწვდის. ასეთი სიმძლავრის და სპორტული გადაცემათა კოლოფის მეშვეობით, 1,200 კილოგრამი მასის მქონე ავტომობილი საკმაოდ სწრაფი და მანევრირებადი უნდა იყოს. აღსანიშნავია სპორტული დაკიდება, ბლოკირებული ხიდი და კარბონ–კერამიკული სამურუჭე სისტემაც.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев