ამ ეტაპზე ზუსტი მახასიათებლები და პერფორმანსი ცნობილი არარის, თუმცა როგორც ხედავთ, წარმოებისთვის მზა ვერსიას Concept–თან ძალიან მიახლოებული დიზაინი აქვს. მოგეხსენებათ ავტომობილს თავდაპირველად ნატურალური V6 ძრავა უნდა ჰქონოდა, თუმცა იაპონელებმა მოგვიანებით 2მაგი ტურბო დამბერის დაყენება გადაწყვიტეს, რის შედეგადაც ძრავას სიმძლავრე დაახლოვებით 500–550 ცხენისძალა იქნება. აღსანიშნავია 3 ელექტრო ძრავა და მძლავრი ბატარეები, რომლებიც ახალ სპორტ/სუპერ ავტომობილს ჰიბრიდულ ავტომობილად აქცევს. ძალიან საინტერესოა თუ რამდენი ცხენისძალა, რა მაბრუნებელი მომენტი და როგორი აჩქარება ექნება მსუბუქ და სპორტულ 9 საფეხურიანი კოლოფით აღჭურვილ Acura NSX–ს, თუმცა ამის გასაგებად მოცდა მოგვიწევს. მანამდე გეტყვით რომ NSX–ს კარბონ–კერამიკული სამუხრუჭე სისტემა, სპორტული დისკები, ხმაურიანი ჩამხშობი და Integrated Dynamic System–ა ექნება რეჟიმებით, Quiet, Sport, Sport + და Track. სხვა და სხვა რეჟიმის არჩევისას, იცლება ძრავას, ელექტრო ძრავების, გად. კოლოფის და შასის მუშაობა, საბოლქვის გაზრდილ ან შემცირებულ ხმასთან ერთად. აღსანიშნავია ლანჩ კონტროლი, რომელიც მაქსიმალურად იყენებს შიგა წვის და ელექტრო ძრავებს იდეალური სტარტისთვის, მინიმალური დანაკარგებით. ავტომობილის ფასი მის სხვა ინფორმაციასთან ერთად გახდება ცნობილი, თუმცა უნდა ვივარაუდოთ რომ 2016 Acura NSX–ის ფასი 150,000 დოლარიდან ზევით იქნება.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев