სულ ცოტა, რასაც ძლივს შემოვწვდი
თითებით,
დაღამდა თუ არა გულზე მოვიყარე,
ამაღამ ორივე მიწასთან ვიწვებით.
გგონია გავცივდი?მიწა გავაცხელე,
ტალახად ვაქციე დაქცეულ ცრემლებით,
ღამე გავათენე საოცარ სიმშვიდით,
ორივე ერთნაირ ზეწარს რომ ვეხებით.
ოღონდ ესაა რომ მე ისევ აქ ვრჩები,
შურის და ღალატის წუთიერ სოფელში,
შენ კი არ მომიკვდი,შენ სიკვდილს გადარჩი,
რადგანაც ყველაფერ მიწიერს მოეშვი.
მე სულ გელოდები,ერთხელაც იქნება,
მომკიდებ ხელებს და ზეცისკენ წამიყვან
- შეხედე ალუსი სიცოცხლე იწყება! -
მეტყვი და ყველაფერს დავიწყებთ თავიდან.
და ისე დავიწყებთ არავინ დაგვითვლის
ბროწეულისწვენში გადახდილ კაპიკებს,
მე ვიცი,სუყველა ტკივილი გაივლის,
ყველა ტანჯვისათვის უფალი გაიღებს.
შენი საფლავიდან მიწა მოვიპარე,
ქვაზე რა ლამაზი სახელი წერია,
განა მართლა ვქურდობ,ისე შეგიყვარე
ეს მიწაც ჩემია,
საფლავიც ჩემია.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев