როს სურათი შენი ვნახე - უმალ მზეს შეგადარე. თეკლა, შენი თამადობით გაუმარჯოთ პატარებს. მთვარე ნანას გიმღერებს და მზე დაგიწნავს დალალებს. თანატოლებს დაგილოცავ - ცელქებსა და ალალებს. ყურს ჩაგესმის დედის სუნთქვა, თბილი მზერა გახარებს. მამაშენი პოეზიას ხელისგულზე ატარებს. არ მოგაკლებს ცა წყალობას - დღის მნათობის სადარებს. თეკლა, შენი თამადობით ვადღეგრძელებ პატარებს.
რომ იცოდეთ ჩიტად ყოფნა ოჰ, როგორი ძნელია, წამით ვეღარ ვისვენებ კუდში დამსდევს მელია. უნდა ვქექო მიწა და მოვიძიო მატლები, რომ ვკვებო და დავზარდო ქამასუსა ბარტყები. გთხოვთ, ბავშვებო, როცა მნახავთ შემომჯდარს თქვენს სახლის ბანზე ნუ ამიქნევთ პატარა ხელს ნუ გადგებით უმალ განზე. იქნებ მაშინ როგორ მიჭირს იქნებ მშია ან მწყურია… დამიყარეთ საკენკი და მომაშორეთ ,,მურია”.
ბოჩოლა მზიან დილით ეზოში გამოუშვეს ბოჩოლა, შეხტა,შეიკუნტრუშა, ეზო შეაჩოჩქოლა. ერთმანეთში არია იხვი კრუხი ვარია, დაიზმუვლებს ხანდახან თითქოს დიდი ხარია. დანავარდობს ეზოში ნეტავ რა უხარია? აქეთ კრუხი კრიახობ და გულს ძლივას იოკებს, რად დამიფრთხე შვილები რატომ ამიწიოკე? იქით მურა წამოხტა მუდამ მოუთმინარი რატომ დარბის რა მოხდა გააჩერეთ ვინ არის? წამოცვივდნენ გოჯები თეთრები და ჯრელები, ბოჩოლა კი ეზოში დარბის ჯენებ-ჯენებით.
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
Комментарии 9
დამალობანა
ომობანას თამაშობდენენ
ლუკა,ლაშა,გიო,რეზო,
გაჰყვიროდნენ - ბა-ბა-ბა-ბა!
და აიკლეს მთელი ეზო.
ყველა კუთხე რომ დაიპყრეს,
მოწყინდათ ომობანა,
გადაწყვიტეს, ეთამაშათ
კუ-კუ დამალობანა,
მაღლა,ხეზე დაიმალა
გულადი და ცელქი ლუკა,
ლაშა ხეს ამოეფარა,
რეზო ჩახტა ღობის უკან.
გიოს ძებნა ეზარება,
ძლივსღა დადის,დაბანცალებს
-თუ კარგია,თქვენ მეძებეთ,
პატარა ვარ,რას მაწვალებთ?!
დავიღალე,მეძინება,
მეხუჭება თვალები,
სახლში შევალ,ჩემს ლოგინში
უკეთ დავიმალები!
თეკლა
როს სურათი შენი ვნახე -
უმალ მზეს შეგადარე.
თეკლა, შენი თამადობით
გაუმარჯოთ პატარებს.
მთვარე ნანას გიმღერებს და
მზე დაგიწნავს დალალებს.
თანატოლებს დაგილოცავ -
ცელქებსა და ალალებს.
ყურს ჩაგესმის დედის სუნთქვა,
თბილი მზერა გახარებს.
მამაშენი პოეზიას
ხელისგულზე ატარებს.
არ მოგაკლებს ცა წყალობას -
დღის მნათობის სადარებს.
თეკლა, შენი თამადობით
ვადღეგრძელებ პატარებს.
ბეღურას ჩივილი
რომ იცოდეთ ჩიტად ყოფნა
ოჰ, როგორი ძნელია,
წამით ვეღარ ვისვენებ
კუდში დამსდევს მელია.
უნდა ვქექო მიწა და
მოვიძიო მატლები,
რომ ვკვებო და დავზარდო
ქამასუსა ბარტყები.
გთხოვთ, ბავშვებო, როცა მნახავთ
შემომჯდარს თქვენს სახლის ბანზე
ნუ ამიქნევთ პატარა ხელს
ნუ გადგებით უმალ განზე.
იქნებ მაშინ როგორ მიჭირს
იქნებ მშია ან მწყურია…
დამიყარეთ საკენკი და
მომაშორეთ ,,მურია”.
ღრუბელი და მზე
მოწყენილა ღრუბელი და
ცრემლი მოსდის თვალიდან,
ნეტავ, მზე რად დამემალა,
თვალი რატომ მარიდა.
იქნებ, ხშირად რომ ვფარავდი
ეწყინა და წავიდა,
მეგობარი იყო ჩემი,
მის გარეშე არ მინდა.
ნუღარ ტირი ღრუბელო და
წვიმა ნუ გდის თვალიდან,
მალე ისევ გათენდება,
მზეც გამოვა თავიდან.
ლიკა ოხანაშვილი
წამალი
დაბერდა დათვი მიხაკო,
თათებში ძალა ეცლება.
ხის კენწეროზე თაფლისთვის
კვლავ ძველებურად ვერ ძვრება.
სულ უდარდელად გალია
თავისი ყმაწვილდათვობა.
არც ნადირობას იკლებდა,
არც ტკბილი თაფლით დათრობას.
გუშინ ექიმმა კოდალამ
კარგად გასინჯა და მერე
უთხრა: - უზომო სმა-ჭამა
იცოდე, დათვსაც აბერებს.
ის დრო წავიდა, როდესაც
თაფლს ფუღუროში ეძებდი.
ახლა თაფლს წამლად მიიღებ
ტყის აფთიაქში... რეცეპტით!
ბომბორა
ისე უცებ გამაღლდა,
გაიზარდა ბომბორა,
მეტისმეტი ჭამისგან,
თავი დააქვს გოდორა.
გადაწყვიტა დღეიდან,
სახლს უნდაო დარაჯი,
ამიტომაც ყოველთვის,
დასაღრენად მზად არის.
კარგი ჯარისკაცივით,
ეზოს უვლის გარშემო,
არვის გააჭაჭანებს,
თუ არ არის საჩვენო.
ფისუნია ფეფიტოს,
ლამის სისხლი გაუშრო,
მეტისმეტი ყეფისგან,
კნუტებიც კი დაუფრთხო.
საქათმესაც შეუჩნდა:
,,მორჩეს აქ ყაყანიო,
ერთი მატლის გაყოფას,
რად უნდა კაკანიო?”
მერე ეს რომ მობეზრდა,
ვითომ თამაშ-თამაშით,
ჩვენს ნიშანას გარშემო,
მოყვა სირბილს წკავწკავით.
ხბომ ჯერ ბევრი ითმინა,
რომ ვერ მოიგერია,
ურჩი აბეზარასთვის
კუდი მოიშველია.
მერე მშვიდად განაგრძო
ჭამა თივა-ბალახის,
ბომბორამ კი გუბეში
მოადინა ზღართანი.
დაიმორცხვა, გაბრაზდა,
წესრიგს აღარ ამყარებს
და ეზოშიც არავინ
აღარაფერს აშავებს.
მერე რა რომ გოდორას,
აღარ უნდა თამაში,
მაინც ყველა ამაყობს,
რომ ჰყავთ კარგი დარაჯი.
ბაყაყური
გზის ნაპირას იხვებს ორმო
ნაჟური წყლით აუვსიათ,
იძახიან – აქეთ მოდით,
საცურაო აუზია.
რა სჯობია წყალში ცურვას,
ქვეყნად რაა ამის ფასი?
რა სტილი გსურთ, შეგასწავლით:
ბატერფლაი, კროლი, ბრასი.
უცნაური სახელებით
მოიხიბლა ყველა ირგვლივ
და სულ მალე ცურვის სწავლის
მსურველების დადგა რიგი.
ბაყაყი ზის არხეინად,
არ ათხოვა იხვებს ყური
– თქვენს კროლსა და ბატერფლაის
მირჩევნია ბაყაყური!
მზიან დილით ეზოში
გამოუშვეს ბოჩოლა,
შეხტა,შეიკუნტრუშა,
ეზო შეაჩოჩქოლა.
ერთმანეთში არია
იხვი კრუხი ვარია,
დაიზმუვლებს ხანდახან
თითქოს დიდი ხარია.
დანავარდობს ეზოში
ნეტავ რა უხარია?
აქეთ კრუხი კრიახობ
და გულს ძლივას იოკებს,
რად დამიფრთხე შვილები
რატომ ამიწიოკე?
იქით მურა წამოხტა
მუდამ მოუთმინარი
რატომ დარბის რა მოხდა
გააჩერეთ ვინ არის?
წამოცვივდნენ გოჯები
თეთრები და ჯრელები,
ბოჩოლა კი ეზოში დარბის
ჯენებ-ჯენებით.