კატალონიური კლუბის არგენტინელი „ჯადოქარი“ მორიგ რეკორდებს „დაერია“ და გარდა ისტორიული მიღწევებისა, მან გუნდს 3 ქულაც მოუტანა.
უპირველესად, აღვნიშნავთ, რომ მესი „ბარსელონას“ ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია. ოფიციალურ მატჩებში, არგენტინელის ანგარიშზე უკვე 234 გოლია, რაც აქამდე რეკორდსმენ სეზარ როდრიგესის მაჩვენებელს 2 ბურთით აღემატება. ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, მესიმ თავისი 34-ე გოლი გაიტანა. „ბარსას“ მაისურით, ამაზე უკეთესი შედეგი არავის უჩვენებია. აქამდე, 34-34 გოლის გატანა ბრაზილიელმა რონალდომ და იგივე მესიმ მოახერხეს. კიდევ ერთი რეკორდი, რომელიც მესიმ დაამყარა, არის მთელს სეზონში გატანილი გოლების რაოდენობა. მიმდინარე სეზონში, არგენტინელის ანგარიშზე უკვე 54 ბურთია. ესპანურ ფეხბურთში მოთამაშე არცერთ ფეხბურთელს, არასდროს, ასეთი შედეგი არ ჰქონია. აქამდე, რეკორდი მესისა და რონალდუს ეკუთვნოდათ, რომლებმაც გასულ სეზონში, 53-53 გოლი გაიტანეს.
რაც შეეხება უშუალოდ „გრანადასთან“ გამართულ შეხვედრას - იგი კატალონიელებმა ჩვეულად დაიწყეს და პირველი ტაიმის შემდეგ, თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. მიმდინარეობდა მე-4 წუთი, როდესაც მესის თავური გადაცემის შემდეგ დასარტყმელ პოზიციაზე გასულმა ჩავიმ ანგარიში გახსნა. მე-17 წუთზე, მარცხენა ფლანგიდან კუენკას ჩაწოდებას მესი გამოეხმაურა, რომელმაც ბურთი მეკარისგან შორეულ კუთხეში გადაგზავნა, ხოლო თავად ის გოლი გაიტანა, რომლითაც არგენტინელი სეზარ როდრიგესს გაუთანაბრდა.
მე-2 ტაიმის დაწყებიდან ჩვიდმეტ წუთში, „კამპ ნოუზე“ შეკრებილი გულშემატკივარი შოკში იყო ჩავარდნილი. 55-ე წუთზე, სტუმრებმა ბურთი ჯარიმიდან საჯარიმოში ჩააწოდეს, რასაც მაინცის ზუსტი თავური მოჰყვა, 2:1. შვიდ წუთში, სტუმართა შეტევის მარცხენა ფლანგზე თამაშის დროს, დანი ბენიტესმა ალვესს საჯარიმოში შეასწრო და ბრაზილიელი ამის შემდეგ აიძულა თამაშის წესები დაერღვია, რასაც თერთმეტმეტრიანის დანიშვნა და ანგარიშის გათანაბრება მოჰყვა.
„ბარსას“ ბრაზილიელმა მარჯვენა მცველმა შეცდომა 67-ე წუთზე გამოასწორა, როდესაც მესი მეკარესთან პირისპირ ბრწყინვალე პასით გაიყვანა, ხოლო არგენტინელმა წინგამოსულ სეზარს ბურთი თავს ზემოთ გადაუგდო და სარეკორდო გოლი გაიტანა. 82-ე წუთზე, მესის ძლიერ დარტყმულს ტელიომ ჭკვიანურად დაამატა და „ბარსა“ წინ კვლავ 2 ბურთით გაიჭრა. ოთხ წუთში, მეკარესთან პირისპირ გასულმა მესიმ სეზარი მოატყუა და მახვილი კუთხიდან ზუსტი დარტყმით ჰეთ თრიქი შეასრულა. ძირითადი დროის ამოწურვამდე ერთი წუთით ადრე, არბიტრმა დანი ალვესს საკუთარ საჯარიმოში ხელით განზრახ თამაში დასწამა, ბრაზილიელს მე-2 ყვითელი ბარათი უჩვენა, ხოლო სიკუეირას დუბლის გაფორმებისა და შეხვედრისთვის წერტილის დასმის საშუალება მისცა.
ოსასუნა-ხეტაფე 0:0
პამპლონა, “რეინო დე ნავარა” 16000
ოსასუნა (4-2-3-1): ფერნანდესი, ბერტრანი, როვერსიო, მიგელ ფლანო, დამია, პუნალი, ნეკუნამი (ტიმორი 82), სეხუდო, გარსია, ლამაჰი (ლეკიჩი 65), ნინო.
მწვრთნელი: ხოსე მენდილიბარი.
ხეტაფე (4-2-3-1): მოია, ვალერა, კატა დიასი, ალექსისი, მანე, მიჩელი, ლასენი, რიოსი (როდრიგესი 90), კასტრო, გავილანი (კასკერო 74), მიკუ (გუისა 76).
მწვრთნელი: ლუის გარსია.
გაფრთხილებები: ნეკუნამი 64, სეხუდო 90.
მსაჯი: პერეს ლასა.
ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 11 (5)-9 (2), კუთხური: 4-5, თამაშგარე: 3-2, სეივი: 2-5, ჯარიმა: 16-16.
ბარსელონა-გრანადა 5:3 (2:0)
ბარსელონა, “კამპ ნოუ”
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი, ალვესი, პიკე, პუიოლი, ადრიანო (მასკერანო 46), ტიაგო (ინიესტა 72), ჩავი, კეიტა, სანჩესი (ტელიო 72), მესი, კუენკა.
მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა.
გრანადა (4-2-3-1): სეზარი, კორტესი, მაინცი, გომესი, სიკუეირა, მ. რიკო, მოისესი (აბელი 71), ხარა (უჩე 46), მარტინსი, ბენიტესი, იგალო (გეიხო 77).
მწვრთნელი: აბელ რეზინო.
გოლები: 1:0 ჩავი (4), 2:0 მესი (17), 2:1 მაინცი (55), 2:2 სიკუეირა (62, პენ), 3:2 მესი (67), 4:2 ტელიო (82), 5:2 მესი (86), 5:3 სიკუეირა (89, პენ).
გაფრთხილებები: კეიტა 48, ალვესი 61, მასკერანო 89 - იგალო 10, ბენიტესი 34, კორტესი 59, მოისესი 64, გომესი 66, გეიხო 90, აბელი 90+2.
მსაჯი: ხ. ტეიშეირა ვიტიენესი.
ბურთის ფლობა: 75%-25%, დარტყმა: 16 (9)-6 (4), კუთხური: 4-2, თამაშგარე: 5-3, სეივი: 2-4, ჯარიმა: 8-13.
1. რეალი 27 23 2 2 89:24 71
2. ბარსელონა 28 20 6 2 82:22 66
3. ვალენსია 27 13 8 6 43:31 47
4. ლევანტე 27 12 5 10 38:37 41
5. მალაგა 27 12 5 10 38:38 41
6. ოსასუნა 28 9 13 6 32:41 40
7. ესპანიოლი 27 11 6 10 35:36 39
8. ბილბაო 27 9 10 8 42:37 37
9. რაიო 27 11 4 12 40:43 37
10. ატლეტიკო 27 9 9 9 37:33 36
11. ხეტაფე 28 9 9 10 28:35 36
12. სევილია 27 8 9 10 27:31 33
13. მალიორკა 27 8 9 10 28:33 33
14. სოსიედადი 27 9 6 12 30:37 33
15. გრანადა 28 9 4 15 27:43 31
16. ბეტისი 27 9 3 15 31:41 30
17. ვილიარეალი 27 6 9 12 27:41 27
18. რასინგი 27 4 12 11 22:40 24
19. ხიხონი 27 6 6 15 25:50 24
20. სარაგოსა 27 4 7 16 22:50 19
ბომბარდირები
მესი („ბარსელონა“ – 34, რონალდუ („რეალი“) – 32, იგუაინი („რეალი“), ფალკაო („ატლეტიკო“) – 17, სოლდადო („ვალენსია“) – 15, ლორენტე („ბილბაო“), ბენზემა („რეალი“) – 14.
21 მარტი
ხიხონი-მალიორკა; ატლეტიკო-ბილბაო; ვალენსია-სარაგოსა; სოსიედადი-ლევანტე; ვილიარეალი-რეალი.
22 მარტი
რასინგი-სევილია; ბეტისი-ესპანიოლი; მალაგა-რაიო.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев