Предыдущая публикация
"ბავარიელთა" შემტევი ნახევარმცველი, ფრანკ რიბერი, რომელიც უკვე ოთხი თვეა ბურთის გორებას ვერ ახერხებს, აგვისტოს ბოლოს მორიგ დეტალურ სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
შეგახსენებთ, რომ 11 მარტს, "შახტართან" გამართული მატჩის დროს მიღებული მუხლის ტრავმის გამო, ფრანგმა "მოიერიშემ" მრავალი ცდის მიუხედავად, ამ დრომდე დაბრუნება ვერ შეძლო და კვლავაც ლაზარეთში იმყოფება.
"რიბერი ახლა თავს გაცილებით უკეთ გრძნობს. მის ჯანმრთელობას აგვისტოს ბოლოს კიდევ ერთხელ გამოვიკვლევთ. სრული მომჯობინებისთვის მას დრო აუცილებლად დასჭირდება, თუმცა, დარწმუნებული ვარ. ის ამას მოახერხებს".- დაასრულა იმედისმომცემი კომენტარის გაკეთება მიუნხენელთა სპორტულმა დირექტორმა.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев