რა არის შენი დანიშნულება
დაბადებულო არწივის მართვედ!
საქათმეში თუ გამოიჩეკე
ნუ დანებდები - ზეცას ახედე!
თავს გიტენიან სისულელეთი
,,გამორჩეულნი" საქათმეს მკვიდრნი,
არ გავხარ მამალს და არც დედალსა
ნუ დაეცემი - შენი დრო გიცდის!
უსიამოვნოდ მიდიან დღენი
შეგუებიხარ ,,ქათმურ" სიცოცხლეს,
არწივის ფრთები, მზერა, ნაბიჯიც
სხვანაირი გაქვს - ვერავინ შეგცვლის!
მხოლოდ შემთხვევა გინდა გაიგო
ვინ ხარ და რისთვის, მოხველ საიდინ,
მხოლოდ არწივი თუ დაგანახებს
არ ხარ ქათამი - ქათმის კვერცხიდან!
მხოლოდ არწივი მოგეხმარება
აგწიოს ცაში, გაშალო ფრთები,
გახარებული გადაუფრენთ მთებს
სამოთხეს აღწევს არწივთა ხმები...
გამოცდილი გაქვს ქვევით ქათმობა,
ახლა დაფრინავ ცაში ლაღადა,
შენი ნებაა:დარჩე არწივად
თუ საქათმეში უშნო ქათმადა!
დალი დადუნაშვილი 2018წ 16.12
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев