ჭინჭარი გასახდომად, თმის ცვენის დროს, ნაოჭების გასასწორებლად
ჭინჭარი – გამოიყენება როგორც ჭრილობის შესახორცებელი, შარდმდენი, ამოსახველებელი, ნივთიერებათა ცვლის დასარეგულირებელი და ჭარბთმიანობის სამკურნალო საშუალება.
1. ნივთიერებათა ცვლის დასარეგულირებელი და გასახდომი საშუალება
- 1 სუფრის კოვზ წვრილად დაჭრილ ჭინჭარს დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი, გააჩერეთ 10-15 წუთი, გადაწურეთ და გააცივეთ. მიიღეთ ყოველი ჭამის წინ.
2. სისხლდენის შესაჩერებელი
- ცხვირიდან სისხლდენის ან მოჭარბებული მენსტრუაციის დროს სვამენ ახალგამოწურულ ჭინჭრის წვენს, 1 ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში. წვენით ასევე შეგიძლიათ მოიბანოთ ცხვირი.
3. თმის ცვენის დროს
- ქორფა ჭინჭრის წვენი შეიზილეთ თმაში ყოველი დაბანის წინ და გაიჩერეთ რამდენიმე წუთი.
- ჭინჭრის ნაყენი გადაივლეთ დაბანილ თმაზე (3 სუფრის კოვზ წვრილად დაჭრილ ჭინჭარს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი, გააჩერეთ 30 წუთი და გადაწურეთ).
4. პრობლემური კანისთვის
1 თვის განმავლობაში სვით დღეში 2-3 ჭიქა ჭინჭრის ნაყენი (1 სუფრის კოვზ ჭინჭარს დაასხით 200 მლ ადუღებული წყალი).
5. მამაკაცებისთვის
ჭინჭრის თესლი დააყენეთ, როგორც ჩაი და მიიღეთ ჭამამდე 30 წუთით ადრე ან ჭამიდან 1 საათის შემდეგ.
- 20 გრ ჭინჭრის თესლს დაასხით 0,5 წითელი ღვინო, გააჩერეთ ერთი კვირა, გაწურეთ და მიიღეთ დღეში თითო სუფრის კოვზი ეს ნაყენი.
6. არასასურველი თმის მოსაცილებლად
- 2 სუფრის კოვზ დანაყილ ჭინჭრის თესლს დაასხით 100 მლ ზეთი. გააჩერეთ 2 კვირა. გადაწურეთ და გადაასხით გაუმჭვირვალე, მუქ ბოთლში. ისვით ჭარბთმიან ადგილებზე კვირაში ორჯერ იქამდე, სანამ ზედმეტი თმა არ მოგცილდებათ. შეინახეთ მაცივარში, მყარად დახურულ ჭურჭელში.
7. პირველი ნაოჭებისთვის
ჭინჭრის ქორფა ფოთლები დანაყეთ და გაქენით თხელ თაფლში 1:1 პროპორციებით. წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 20 წუთით. ჩამოიბანეთ გრილი წყლით
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев