ღამით, ორ ან სამ საათზე ვიღაც ზარს რეკავდა. გაკვირვებული დედაჩემი ვერ ხვდებოდი, მის გარდა სხვა რატომ ვერ იგებდა ზარის ხმას.
- ვინ არის? – ამ კითხვის პასუხი მუდამ სიჩუმე იყო. კარებს საჭვრეტი არ ჰქონდა. ქალი ნაბიჯების ხმის გაგონებას ცდილობდა. ყურადღებით უგდებდა ყურს იმას თუ რა ხდებოდა გარეთ, მაგრამ რამე ხდებოდა? ზარის გარდა არაფრის ხმა არ ისმოდა. ვერ ხვდებოდა კარი გაეღო თუ არა. საბოლოოდ ლოგინში ბრუნდებოდა. დილით მე და მამაჩემს ზარების შესახებ გვეუბნეოდა. მამაჩემი მხიარული კაცი იყო. ქალს ეუბნეოდა, რომ მოჩვენება ბინის ქირისთვის მოდიოდა. მეც იუმორისტულად ვუდგებოდი ამ ამბავს. ბოლოს დედამ კარებთან მისვლას თავი დაანება და ზარებიც შეწყდა, ოღონდ რაღაც დროით.
დაახლოებით ერთი წლის შემდეგ უძილობამ შემაწუხა. ღამით ბნელ კუთხეში ვიჯექი და უაზროდ ვიყურებოდი. ეს საათობით გრძელდებოდა, იქამდე სანამ სინათლეს არ დავინახავდა. ეს იმას ნიშნავდა რომ მზე ამოდიოდა. თენდებოდა და სწორედ მაშინ ვგრძნობდი, რომ უნდა დამეძინა. მაშინ მეძინებოდა და ამას ვერ შევცვლიდი. ძილის წამალიც არ მეხმარებოდა.
ერთ ასეთ ღამეს სახლში მარტო ვიყავი. მშობლები დასასვენებლად წავიდნენ და საუბედუროდ რაღაც მიზეზის გამო გზა გადაკეტეს. დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ. დაძინება ვცადე. ლოგინში ჩავწექი, მაგრამ მივხდი, რომ ამას აზრი არ ჰქონდა. მაინც ვერ ვიძინებდი.
უეცრად ზარის ხმა გავიგე. ვიღაცას ღილაკისთვის ხელი დაეჭირა და აღარ უშვებდა. ვიფიქრე რომ მშობლები იყვნენ. ავდექი და კარებისკენ წავედი. უკვე უნდა გამეღო, როცა ვიკითხე:
- ვინ არის? – არავინ არ მპასუხობდა, მაგრამ ზარს ისევ რეკავდნენ.
- ვინ არის?! გეკითხებით და მიპასუხეთ!
საბედნიეროდ ამ დროისთვის კარებზე საჭვრეტი გაკეთებული გვქონდა. გავიხედე და პატარა, დაახლოებით ათი წლის ბავშვი დავინახე. თეთრებში იყო ჩაცმული და დიდი თვალები ჰქონდა. თოვლი მოდიოდა, მას კი ერთი ფიფქიც არ ეგდო. სამეზობლოში ასეთი ბავშვი არ ცხოვრობდა. ზარის ღილაკს როგორ მიწვდა?! საერთოდ ვინ იყო ან აქ რა უნდოდა?!
- არ შემომხედო! – გავიგე მისი ჩახლეჩილი ხმა.
- ნუ მიყურებ, თორემ უარესი იქნება! – მითხრა ბავშვმა და უკან დავიხიე.
- დამინახა, დამინახა, დამინახა! – მესმოდა ხმა. შემოსასვლელში ვიდექი და ღმერთს დახმარებას ვთხოვდი. მხოლოდ ღმერთი თუ მიშველიდა ამ ბოროტი ძალისგან. ,,ღმერთო დამეხმარეს” თქმის შემდეგ ბავშვი გაჩუმდა. მისი ხმა აღარ ისმოდა. ვერ ვმშვიდდებოდი.
დილით დამეძინა. მშობლები დაბრუნდნენ და მათ გამაღვიძეს. ყველაფერი მოვყევი. მშობლებმა მითხრეს, რომ კარები დაზიენბული იყო. ბოროტ ძალას კარის შემტვრევა უნდოდა.
ის აღარ დაბრუნებულა. მაინც მეშინია. ჩვენთან აღარ მოდის, მაგრამ სხვასთან ხომ მიდის და ვაითუ ვინმემ კარი გაუღოს!
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев