ზაფხულია. ნიტა თავის მეგობართან, ტასოსთან ერთად სკოლიდან გამოვიდა. ცოტა ხანს ჩუმად იყვნენ, მაგრამ სიჩუმე ნიტამ დაარღვია და იკითხა:
-ტასო, გინდა ხვალ ჩემს სოფელში წავიდეთ?
-აუუ, კი... კარგი იქნება...- განცვიფრებულმა თქვა ტასომ. ნიტამ გაიღიმა და გახარებულმა თქვა:
-რა კარგია, თავისუფლება, არდადეგები... ჩემს ძმას ვეტყვი და წამოვა. 9 საათზე გამოგივლით და წავიდეთ.
-კაი, მაგარია.-თქვა ტასომ.
ნიტა ტასოს დაემშვიდობა და სახლში წავიდა. როგორც კი სახლში მივიდა თავის ძმას დაელაპარაკა.
-იკა, ხვალ სოფელში მივდივართ, მე და ჩემი მეგობარი და წამოხვალ?
-კი,მაგრამ იქ სახლი ძაან ცუდ დღეში დაგვხვდება...
-არაუშავრს, მე და ტასო დავალაგებთ.
დილის 11 საათზე უკვე სოფელში ჩავიდნენ. სახლში როცა შევიდნენ, ყველაფერი ცუდ დღეში იყო. იკაც მიეხმარა და სახლის დალაგება დაიწყეს. ყველაფერი მტვრიანი იყო. ძლივს დაალაგეს და ღამით ეზოში გავიდნენ. ეზოში დიდი ხე, მრგვალი მაგიდა და ოთხი სკამი იდგა. სამივე სკამებზე დასხდნენ და ლაპარაკობდნენ. უცებ, ვიღაც ბიჭი ეზოში შევიდა. ირაკლი ადგა, ხელი ჩამოართვა და მიესალმა. შემდეგ უცხო ბიჭმა თქვა:
-გამარჯობა. მე საბა ვარ. რამდენი ხანი ეს სახლი მიტოვებულია და დამაინტერესა ნეტავ ვინ არიანთქო.
-მე ირაკლი ვარ. ეს კი ჩემი და ნიტა და მეგობარი ტასოა.
-სასიამოვნოა...-თქვა საბამ.
საბას სთხოვეს სკამზე დამჯდარიყო. უცებ, ნიტას ფეხში რაღაც შეერჭო.
-ვაი! ეს რა არის?!-შეშინებულმა და გაფითრებულმა თქვა ნიტამ.
როცა დაბლა დაიხედეს თეფშის ნატეხი იყო. საბამ უცნაურად დაიწყო საუბარი.
-ადრე აქ ჯადოებს თუ რაღაცეებს აკეთებდნენ.
-რაა?!-დაიყვირა ტასომ.შემდეგ ისევ გააგრძელა საბამ:
-მემგონი სულებს იძახებდნენ... სულების გამოძახებისთვის კი რა არის საჭირო?.. რა თქმა უნდა თეფში... აქ ცხოვრობდნენ 3 და და 1 ძმა. მაშინ მე პატარა ვიყავი, მაშინაც ბებოსთან ვიყავი ჩამოსული, დასასვენებლად, მაგრამ ყველაფერი კარგად მახსოვს. ერთ დღეს სული გამოიძახეს და ვეღარ დააბრუნეს. ეს სული არ ასვენებდათ. ზეცაში უნდოდა დაბრუნება, რაც ვერ მოახერხეს, ამიტომ ამ სულმა ყველა დახოცა. ოთხივეს ერთად ჰქონდათ დაკრძალვა. ირაკლიმ სიცილი დაიწყო.
-კი, აბა რა... კაი რა ბიჭო... ტყუილია.
მას ნიტაც დაეთანხმა:
-აბა რა, მე მასეთების არ მჯერა...
-თუ გინდა ვცადოთ. - თქვა საბამ. ტასოს შეეშინდა და დაიყვირა:
-აუ არა!..
ნიტამ ტასო დაამშვიდა, სახლიდან თეფში გამოიტანა და ყველანი მაგიდასთან დასხდნენ. საბამ ნიტას უთხრა რა სიტყვებიც უნდა ეთქვა. ოთხივემ თეფშს ხელები დაადეს და ნიტამ ლაპარაკი დაიწყო. ყველაფერს რომ მორჩნენ, ყველამ სიცილი დაიწყო. ნიტამ საბას უთხრა:
-რაო სააბ?.. სული მოფრინდა?..
ყველა ერთად იცინოდა. საბაც დარწმუნდა, რომ ყველაფერი ტყუილი ყოფილა. ღამის 12 საათზე საბა სახლში წავიდა. ნიტა და ტასო ერთად დაწვნენ, ერთ ოთახში. მშვიდად და ტკბილად დაიძინეს. ღამით 02:06 წუთზე ნიტას გაეღვიძა. რაღაც ხმა შემოესმა. თითქოს ნიტას სახელს იძახოდა ვიღაც. ნიტა ოთახიდან გავიდა და სასოწარკვეთილმა დაიყვირა:
-იკა! ნუ მეხუმრები! მეშინია! გთხოვ, გაჩუმდი! გული გამისკდება!
გოგონას ძალიან შეეშინდა, კარებთან დაჯდა და ტირილი დაიწყო.-იკა!..
ნიტასთან ტასო და ირაკლი მივიდნენ, მაგრამ მას მაინც ესმოდა ის საშინელი ხმა.
-რა გჭირს გოგო?! - დაუყვირა ირაკლიმ.
-არ გესმით?! თქვენ მართლა არ გესმით?! საშინელი ხმები! მეძახიან!.. - გაოგნებულმა თქვა ნიტამ.
ტასომ და ირაკლიმ თავი გააქნიეს. მათ ეგონათ, რომ ნიტა გაგიჟდა. გოგო კი ყურებზე ხელს იფარებდა და ტიროდა.
-მიშველეთ, მგონი ვგიჟდები! ირაკლი, გთხოვ მიშველე!
უცებ ტასო გაბრაზდა და თქვა:
- ღმერთო ჩემო! ხომ გითხარით არ გინდათ მაგ რაღაც სულის გამოძახებათქო?!..
-და შენ გგონია მაგის ბრალია?!-თქვა ირაკლიმ.
უცებ, ყველაფერი დაწყნარდა. ნიტას აღარ ესმოდა ის საშინელი ხმები, ტირილი შეწყვიტა და ფეხზე ადგა. თავის ძმას ჩაეხუტა და თქვა: ცოცხალი ვარ...
_________________________________________________
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев