"ბარსელონას" ყოფილი პრეზიდენტის ხუან ლაპორტას განცხადებით, იგი დარწმუნებულია, რომ ლიონელ მესი კარიერას კატალონიურ კლუბში დაასრულებს, თუმცა იმავეს ნეიმარზე ვერ იტყვის.
ლეოს მუხლის ტრავმის გამო უკვე რამდენიმე თამაში გაუცდა და მას შემდეგ, რაც არგენტინელს გადასახადებთან დაკავშირებული პრობლემები ხელახლა წამოეჭრა, მისი გადაბირებით "პრემიერ ლიგის" კლუბები აქტიურად დაინტერესდნენ.
- "მესი "ბარსას" არასდროს დატოვებს. ის ჩვენი სიმბოლო და გულია” - თქვა ლაპორტამ. "როდესაც პრეზიდენტი ვიყავი მის მიმართ ბევრი შემოთავაზება მივიღე. აღსანიშნავია "ინტერი", რომელიც მის გამოსასყიდ თანხასაც კი იხდიდა, თუმცა მე ყოველთვის უარით ვისტუმრებდი".
- "ნეიმარის შემთხვევა განსხვავებულია. კლუბის ეკონომიკური სიტუაცია არასახარბიელოა და ამჟამინდელ პრეზიდენტს სიტუაციის დასარეგულირებლად ფეხბურთელების ან აქტივების გაყიდვა მოუწევს. აქედან საუკეთესო გამოსავალი რომელიმე დიდი მოთამაშის გაყიდვაა. საუბრები მიმდინარეობს "მანჩესტერ იუნაიტედთან". ყველაფერი ეს კი ამჟამინდელი ხელმძღვანელობის ბრალია.”
წყარო:sky sports
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев