Предыдущая публикация
"ბარსელონას" ურუგვაელი თავდამსხმელი ლუის სუარესი პრე-სეზონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მან წინასაზეზონო მზადებისას სამი გოლი გაიტანა.
პირველი გოლი
სუარესმა თავისი პირველი გოლი "ლოს-ანჯელეს გალაქსის" შეუგდო. მან თავი 45-ე წუთზე ბარტრას ასისიტით გამოიჩინა.
მეორე გოლი
მეორე გოლი ურუგვაელმა "ჩელსის" გაუტანა. მატიეს ჩაწოდების შემდეგ ასპილიკუეტამ ბურთი მოიგერია, რომელიც სუარესს მიუვიდა და კურტუას თავზე ლამაზად გადაუგდო.
მესამე გოლი
მესამე გოლი ლუისმა ფიორენტინას რაკიტიჩის გადაცემის შემდეგ გაუტანა.
მის გარდა პრესეზონზე თავის გამოჩენა სერხი რობერტომ, რაფინიამ და სანდრო რამირესმა შეძლეს. მათ თითო-თითო გოლი გაიტანეს.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев