Предыдущая публикация
კატალონიის "ბარსელონამ", მადრიდის "ატლეტიკოს" თურქი ფეხბურთელის, არდა თურანის სანაცვლოდ, 34 მილიონი ევრო გადაუხადა. ამ თანხაში არ შედის ის ბონუსები, რომელიც მადრიდულმა კლუბმა შესაძლოა, მიიღოს, მაქსიმუმ 7 მილიონი ევროს ოდენობით.
ესპანურმა გამოცემა, Sport-მა გამოაქვეყნა "ბარსელონას" ყველაზე ძვირადღირებულ შენაძენთა ათეული, სადაც თურქი ფეხბურთელი მე-7 პოზიციას იკავებს.
"ბარსელონას" ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი, რა თქმა უნდა ბრაზილიელი ფორვარდი, ნეიმარ ჟუნიორია, რომელშიდაც კატალონიელებმა 86,5 მლნ. ევრო გადაიხადეს, მას მოჰყვება ლუის სუარესი, 81 მლნ ევროთი, მესამე ადგილზე კი ზლატან იბრაჰიმოვიჩია, რომელიც 49,5 მლნ. ევრო დაუჯდათ. დანარჩენს კი გთავაზობთ სქმეატურად.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2