საით მიდიხარ...
გაზაფხულის ლოდინით დაღლილს...
მარტო რად მტოვებ...
უშენობის დღეები ვთვალო?!
აქ,ჩემს სარკმელთან ახმაურდა დუმილი ქარის...
მარტს შემატოვე....რომ მარტივით მეც შევიშალო...
საით მიდიხარ...
გაწყრომიხარ თითქოს სამყაროს...
ფერთა წვიმაში...გიძებნია ფერი წვიმების...
იასამანთან სიყვარულით მინდა დაგღალო,
ნუ,ნუ მოიწყენ...ღიმილში ნუ ჩაინისლები.
და თუ დაგჩემდი...თუკი სულში შემომიხიზნე...
თუ ჩემს ღაწვებზე ჩამოღვენთილს....
აგროვებ ცრემლებს...
თუ შენს სიზმრებში...ქარადქცეულ...ქალად მისიზმრე...
მერე კი ...მერე ამ სიზმარზე ლეგენდა წერე...
საით მიდიხარ....
გაზაფხულის ლოდინით დაღლილს...
მარტო რად მტოვებ...
უშენობის დღეები ვთვალო?!
აქ,ჩემს სარკმელთან ახმაურდა დუმილი ქარის...
მარტს შემატოვე...რომ მარტივით მეც შევიშალო.
შორენა ზაქრაძე http://www.youtube.com/watch?v=4rLnvs1cbes
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 4
....
.. .. .. .. .. .. .. .. .. .. .. .. .. .. ..
.
...
შენა ხარ ქალი...
...Ещёჩემი პატარა სულელი გოგო,
შენა ხარ ქალი...
მე შენი სულის
ბავშვურ ტიტინით
ვხარობ და ვცოცხლობ.
შენა ხარ ქალი...
ეს საოცრება
მე სიზმრად ვნახე
დეკემბრის ბოლოს,<
....
.. .. .. .. .. .. .. .. .. .. .. .. .. .. ..
.
...
შენა ხარ ქალი...
....ჩემი პატარა სულელი გოგო,
შენა ხარ ქალი...
მე შენი სულის
ბავშვურ ტიტინით
ვხარობ და ვცოცხლობ.
შენა ხარ ქალი...
ეს საოცრება
მე სიზმრად ვნახე
დეკემბრის ბოლოს,
შენა ხარ ქალი...
და გევედრები
რომ კაცის გული
არ დამიობლო.
შენა ხარ ქალი...
თეთრი ვარდებით,
უცნაურ მზერით
და გაოცებით...
გთხოვ რომ
ნურასდროს გამიავდრდები
მე ქორწილს ვიხდი
შენთან ოცნებით.
შენა ხარ ქალი...
ველური დეკა,
ან იქნებ იის
ნაზი ფურცელი...
მე უბადრუკი
მონა შენს ფერხთით...
ასე ჩუმი და
ასე უთქმელი.
შორენა ზაქრაძე