Предыдущая публикация
ღამე უნდა შემოვუშვა ჩემს სარკმელში,
ღამე ვითომ საიდუმლოს გათქვამს?!
ვარსკვლავთცრემლი შევაგროვო თბილი პეშვით,
მუზას ვანდობ ტყუილსა და მართალს.
ერთი სუნთქვით ამოთქმული ერთი ლექსი...
ზღაპრადქმნილი აპრილი და თოვა,
მუზაც წვალობს,დრო უშენოდ ისე კვნესის,
ალბათ მალე დაიწყება გლოვა.
დღეს სულიდან ამოკინძულ ცისფერ სტროფებს,
ჩამოვწყვიტე სიყვარულის ბაფთა,
როგორც ქარი აცრემლებულ ყვითელ ფოთლებს.
მიმოვფანტავ შენი სახლის კართან.
შორენა ზაქრაძე
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1