Предыдущая публикация
მზერას მოსდებია ნისლი,
არა, შენ არავის გავხარ,
შენშიც არა არის სხვისი.
როგორ მოწყენილი დახვალ,
მისხალ სიხარულის მდომი,
არა, შენ არავის გავხარ,
აღარც მიწისა ხარ მგონი.
სულში გიყვავდება ნუში,
როცა იმ ერთისთვის გალობ,
არა, შენ არავის უშლი,
შემოდგომისფერო ქალო.
ბილიკს მიუყვები მაღლა,
დაღმა სავალი ვერ ჰპოვე,
არა, არ იფიქრო დაღლა,
ლამაზ ნაფეხურებს ტოვებ.
როგორ დაგიზამთრდა გულში,
ტუჩზე გაზაფხული გალობს,
მალე გადაივლის ქუში,
ჩემო ნებიერა ქალო.
მალე გაზაფხული მოვა,
სულში გაგიჯდება მარტი,
მერე ზამბახების თოვა...
აღარ აირევა კარტი.
მერე აცეკვდები ქარში
ისევ გვირილები თვალო,
შენში იბუტება ბავშვი,
ჩემო ცისთვალება ქალო.
შორენა ზაქრაძე
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев