Предыдущая публикация
ნეიმარის აღდგენა კარგად მიმდინარეობს
"ბარსელონას" 22 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელი ნეიმარი, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე სერიოზული ტრავმა მიიღო, ბარსელონაში 5 აგვისტოს დაბრუნდება და გამოჯანმრთელების ბოლო ეტაპს დაიწყებს.
ამჟამად, "ბარსელონას" ექიმები ბრაზილიაში იმყოფებიან, სადაც თავდამსხმელის რეაბილიტაციის პროცესში ეხმარებიან. ცნობილია, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და კლუბს პოზიტიური მოლოდინი აქვს.
ამავე დროს, ნეიმარის სრული გამოჯანმრთელების ზუსტი დრო ჯერ უცნობია, თუმცა, მისი მონაწილეობა ესპანეთის ჩემპიონატის პირველ მატჩში კითხვის ნიშნის ქვეშაა.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев