სიტყვა "გიტარა" არაბული წარმოშობისაა და უფრო გვიანდელი ტერმინია ვიდრე თვით საკრავი.გიტარის ფორმის მუსიკალური საკრავის გამოსახულებები ჯერ კიდევ ეგვიპტის უძველეს პირამიდებზე გვხვდება.გიტარის წინამორბედები გავრცელებული იყო აზიაშიც,რასაც მოწმობენ ასირიის,ბაბილონისა და ფინიკიის არქიტექტურული ძეგლები.
უძველეს მუსიკალურ ინსტრუმენტებზე არა მარტო ფრესკები და ძეგლები,არამედ სხვადასხვა ლეგენდა და მითიც მოგვითხრობს;ძველი მითოლოგიით,სიმებიანი ინსტრუმენტები და მათ შორის გიტარა წარმოიშვა ანტიკული ლირისგან,რომლის შემქმნელად ბერძნები თვლიან ჰერმესს,ეგვიპტელები-ტიტასა და ტრიმეგისტას,ებრაელები-უბალას.საინტერესოა ლეგენდა გიტარის წარმოშობის შესახებ: მუსიკისა და პოეზიის ღმერთს აპოლონს გაგიჯებით შეუყვარდა მშვენიერი დაფნა,ერთხელაც დაედევნა,შეიპყრო იგი და ისეთი ძალით ჩაიკრა გულში რომ გაიგუდა წარმტაცი ქმნილება.ქალღმერთი დაფნის ხედ გადაიქცა და სწორედ ამ კურთხეული ხისგან იქნა გამოთლილი პირველი გიტარა.
მუსიკისმცოდნეებში გიტარის ისტორიის საკითხებზე ორგვარი აზრია გამოთქმული:
1.გიტარა წარმოიშვა ასირიული ლუთნისაგან,რომელიც გავრცელებული იყო ძველ ეგვიპტეში,სპარსეთსა და არაბეთში,შემდეგში მავრებმა შეიტანეს ესპანეთში.
2.გიტარა მომდინარეობს ბერძნული კითარიდან,მას დროთა განმავლობასი ჯერ "კითარა" ერქვა,შემდეგ "ფიდიკულა" და მხოლოდ მე-16 საუკუნიდან გახდა გიტარის ექვივალენტი.
თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე,სანამ დაიხვეწებოდა და თანამედროვე სახეს მიიღებდა,გიტარას არაერთი წინაპარი ჰყოლია.ექვსსიმიანი გიტარის წინაპრად გარდა ზემოთ აღნიშნულისა მიიჩნევენ ეგვიპტურ ნაბლას,ციტრას,არაბულ ალ-უდს,ბერძნულ პანდურას,ლუთნას,ესპანურ ვიუელასა და იტალიურ ვიოლას.ზოგიერთი ვერსიით გიტარის ადრინდელ წინაპრად თვლიან რებეკს,რომელიც სახეცვლილებების შემდეგ გახდა მანდოლა ანუ ვიუელა.
ამ საკრავებიდან ყველაზე უახლოესია ლუთნა(რომელიც ასირიული ლუთნისაგან განსხვავდება) და ვიუელა,რომელიც შუა საუკუნეებში(ლუთნა ევროპულ ქვეყნებში,ხოლო ვიუელა მხოლოდ ესპანეთში)ძალზე გავრცელებული იყო.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев