მაგრამ ჩემი მშობლები თქვენთან მაინც არ მოვლენ! მათ შვეიცარიაში ურჩევნიათ მკურნალობა.
- და ბებია?
- რა ბებია?
- ბებიაც შვეიცარიაში მკურნალობს?
- არა! ან რაში სჭირდება? ხელოვნური კბილები აქვს, ძილის წინ იხსნის, არც სტკივა არც აწუხებს.
- ხო მაგრამ მას არ შეუძლია "ასეთი კბილებით" ღეჭვა! მას არ შეუძლია მოკბიჩოს პურის ყუა ან ვაშლი! ეს ილუზიაა და არა კბილები! - ვიჩქარე ამეხსნა ახალგაზრდისთვის თუ რა არის "კბილები ჭიქაში".
- არ გამიგია, რომ ბებიას რამე დაეჩივლოს! - მომიგო მან.
- წარმოგიდგენია თუ როგორია ასეთი პლასტმასის პროთეზებით ღეჭვა ან უბრალოდ საუბარი?
- ???
- იცი როგორ გამოიყურება მობილური ტელეფონი?
- ???
- წარმოიდგინე, რომ უკბილო ადამიანს პირის ღრუში აქვს ორი ცალი ასეთი ტელეფონი! ქვედათი იჭერს ზედას და ზედათ ქვედას! ხოლო თუ დიდზე გააღებს პირს, ორივე ტელეფონი უბრალოდ გადმოვარდება!
ახალგაზრდა ბიჭი წავიდა.
მე დავფიქრდი, რა იქნება, რომ ყველა ახალგაზრდას მოუყვე ამის შესახებ, ყველას ვისაც უყვარს მისი ბებია? მივლენ სახლში და ჰკითხავენ:
- ბებო, კბილები გეხსნება?
თუკი ბებია იტყვის "კი", მაშინ მიუბრუნდება მამას:
- მამა! იცი ბებო იტანჯება! მას არ აქვს კბილები! ხოლო ამ პროთეზებით რაც მას გაუკეთეს, მას არ შეუძლია ნორმალურად ღეჭვა, მას უჭირს საუბარი!
- ???
- მას სჭირდება იმპლანტები! მე ვიცი, რომ დღეს უკვე არსებობს ასეთი შესაძლებლობა, დაუბრუნოთ ბებოს, შენს დედიკოს კბილები, რომლებიც გამოიყურება და მუშაობს, როგორც ნამდვილი კბილები! ამას მსოფლიოში უკვე 40 წელია, რაც აკეთებენ! მაგრამ მან ხომ ეს არ იცის, რომ ეს პროცედურა სწორედ, რომ მისნაირებისთვისაა მოგონილი და რომ მას შეუძლია მისი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება!
- ხო მაგრამ მას ხომ ეს არ აწუხებს?
დიახ! საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, მშობლები არ ჩივიან!
იაროსლავ ზაბლოცკი
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев