Предыдущая публикация
შენ რომ არსებობ,
ჩემი ცხოვრების სადავეს მართავ.
ხელის გულებზე დამიდე გზები,
და არჩევანი მომანდე თავად.
ბედნიერი ვარ... რომ შემიყვარე,
ათას ფერებით მაჩუქე დღენი.
ეს ფუფუნება ღმერთმა მარგუნა
მადლიერი ვარ... ბედის და შენი.
ბედნიერი ვარ... მინდა ვიყვირო,
მაღლა ზეცაში ვაწვდინო ხმები.
მართლაც... სიყვარულს ფერება უნდა
და დაფასება თითეულ ბგერის.
შემოიჭერი ჩემს ცხოვრებაში,
ამიფრიალე სიცოცხლის აფრა.
ერთად მივყვებით დინებას მაღლა,
და სიხარულიც ერთი გვაქვს ახლა.
ბედნიერი ვარ... რომ სიყვარულის,
აღთქმის უნარი მიბოძა ღმერთმა.
აბა, რადა ღირს ცხოვრება ნეტავ
თუ არ უყვარხარ ყველაზე მეტად. http://www.playcast.ru/view/5461693/321820c7f8cd61077ccb65cf6988ae123a6c737apl #музыка
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев