მე შენი სული შევიყვარე ჩემო სიცოცხლევ და სიყვარულმა, სულის გულში, ბინა დაიდო, რომც მოვინდომო, ამ გულიდან ვეღარ გაგიშვებ, რადგან სიკვდილი ჯერ არ მინდა, უნდა გამიგო, შენს გულის ძგერას მე არ გავცვლი არავის გულზე, მთელი სამყაროს სიმდიდრე რომ ფერხქვეშ გამიგონ, ზეცა რომ მართლა შეიშალოს, ქარმა კი გზაზე, მოულოდნელად, უამრავი მახე დამიგოს, შენს სიყვარულში ჩაძირული, ზღვის სურნელს ვსუნთქავ, ნიავს სურს ჩემი საიდუმლო ჩუმად გაიგოს, უფალმა თითქოს დაითვალა ჩემი ცრემლები და სიყვარული, ფიანდაზად, ფეხქვეშ დამიგო, სანაპიროზე ტალღის ვნება მიახლოვდება, შეშლილი სუნთქვა, ალბათ უნდა, მეც რომ გამიყოს, გაღეღილ მკერდზე, შემომხვია სველი ხელები და ვნებით სავსე სიყვარული ჩემთვის გაიღო, შენს გულის ფეთქვას, არასოდეს, სხვაზე არ გავცვლი, თუნდაც მავანმა ჩემს ბილიკზე მახე დამიგოს, თუ დაგვჭირდება ეკლიან გზას კვლავ გამოვივლი, რომ ჩემი სუნთქვა, უშურველად, შენ ერთს გაგიყო.
Нет комментариев