თუმცა, დღევანდელი მსოფლიო ჯერ კიდევ სრულად არ იცნობს მას. სწორედ ამიტომ, შევეცდებით უკეთ გაგაცნოთ იგი და პასუხი გავცეთ ყველა იმ კითხვას, რომელიც საქართველოში ჩამოსულ სტუმარს შეიძლება გაუჩნდეს.
კახეთი
კახეთი აღმოსავლეთ საქართველოს უძველესი და ულამაზესი მხარეა. იგი ვაზის სამშობლოა, აქ დამზადებული საფირმო ღვინოები დღესაც მხარის ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი დარგია.
კახეთი უზველესი კულტურის მხარეა, აქ შეიძლება გაეცნო როგორც ქვის ხანის ადამიანის ნასადგომარს, სათავდაცვო და სამეურნეო ნაგებობებს, საკულტო შენობებს ასევე ქრისტიანულ ხუროთმოძღვრულ ძეგლებს
ფშავ-ხევსურეთ
ფშავ-ხევსურეთი და თუშეთი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეებია, რომელიც საქართველოს მთიანეთს წარმოადგენს, იგი მდიდარია როგორც ქრისტიანული ძეგლებით ასევე წარმართული დროიდან შემორჩენილი ძეგლებით და ქრისტიანობასთან შერწყმული ტრადიციებით.
აქ შეგიძლიათ იმოგზაუროთ როგორც ჯიპებით ასევე ცხენებით და ფეხით.
სამცხე- ჯავახეთი
საქართველოს ისტორიული მხარე, რომელიც საუკუნეების მანძილზე მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქართველოს პოლიტიკურ და რელიგიურ ცხოვრებაში. იგი მდიდარია კულტურული და ისტორიული ძეგლებით, რომლებიც ხუროთმოძღვრების უნიკალურ ნიმუშებს წარმოადგენს. მათ შორის ერთ ერთია კლდეში ნაკვეთი ქალაქი ვარძია.
სამეგრელო და იმერეთი
ისტორიული კოლხეთი, მდიდარი კულტურული და ისტორიული წარსულით. მისი ისტორია ჯერ კიდევ გვიანდელ ბრინჯაოს ხანაში (ძვ. წ. XVI - VIII საუკუნეები) იწყება. კოლხეთთან დაკავშირებული ბევრი ცნობილი ლეგენდა და მითი რომელთაგან გამოირჩევა მითი არგონავტების შესახებ
დღევანდლამდე შემორჩენილია ქრისტიანობამდელი არქიტექტურის ნიმუშები, მდიდარია ქრისტიანული კულტურის ძეგლებით.
კოლხეთის დაბლობი გამოირჩევა კარსტული მღვიმეების სიუხვით და მიწისქვეშა მდინარეებით, რომლებიც მნახველებზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს.
სამეგრელოს მოსახლეობა ძირითადად მეგრულ ენაზე საუბრობს. რომელიც ქართული ენის დიალექტს წარმოადგენს.
სვანეთი
დასავლეთ საქართველოს მთიანეთი, გამორჩეული განსაკუთრებული სილამაზით, დამახასიატებელი ტრადიციებით და ენით, რომლის ელემენტები გვხვდება შუმერულ ენაში .
სვანეთი საჩუქარია არა მხოლოდ ლაშქრობის მოყვარულთათვის და მტამსვლელებისთვის იგი კულტურის უძველესი კერაცაა. აქ მრავლად შეხვდებით შუა ფეოდალური ხანის ხუროთმოძღვრულ ძეგლებს, სალოცავებსა და ეკლესიებს, შუასაუკუნეების უნიკალურ ფრესკებსა და მონეტებს, რომლებიც ახლაც ინახება რამოდენიმე მუზეუმში.
სვანური კოშკი 20-25 მეტრი სიმაღლის ორფერდასახუროვანი ნაგებობაა სვანური კოშკები უმეტესად ხუთსართულიანია, ქვედა სართულის კედლები 1.50 მეტრი სისქისაა, ზედა სართულებისა 70-80 სანტიმეტრი. სვანური კოშკები თავდაცვით სამხედრო ფუნქციას ასრულებდა.
აჭარა
აჭარა საქართველოს ერთერთი ულამაზესი და უძველესი ისტორიული კუთხეა საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მასში შერწყმულია როგორც ზღვის ასევე მთის კურორტები. აჭარის დედაქალაქი ბათუმი ხშირად მასპინძლობს მსოფლიო დონის ხელოვანებ როგორც კლასიკურ ასევე პოპულარულ მუსიკაში.
საქართველოს ყველა კუთხეს თავისი ფოლკლორი, ტრადიციები და სამზარეულო აქვს.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев