კედრის კაკლის ზეთი–უნიკალური ბუნებრივი პროდუქტია, რომლის ანალოგიც არ არსებობს, მისი სინთეზი შეუძლებელია.
კედრის ზეთი ყოველთვის ითვლებოდა დელიკატესად. მისი არაჩვეულებრივი გემო და არომატი არავის ტოვებს გულგრილს.
კედრის ზეთით შეიძლება შევცვალოთ ნებისმიერი მცენარეული ზეთი, თვითონ კედრის ზეთის სრულფასოვნად ჩანაცვლება კი შეუძლებელია.
კედრის ზეთის შემადგენლობა და სასარგებლო თვისებები
კონცენტრირებული კედრის კაკლის ზეთი შეიცავს:A,B1,B2,B3(PP),B6,D,E,F,K ვიტამინებს. კედრის ზეთში არსებული E-ვიტამინი, რომელიც ხელს უწყობს ქოლესტერინის დაწევას სისხლში, ასრულებს შეუცვლელ როლს ორგანიზმში მიმდინარე ყველა რეპროდუქტიულ პროცესებში და სასქესო ორგანოთა ფუნქციონირებაში, შემცვლელობით 5–ჯერ აღემატება ზეითუნის ზეთს.
ვიტამინ F–ის რაოდენობა კედრის ზეთში რომელიც არ სინთეზირდება ორგანიზმში 3–ჯერ უფრო მეტია ვიდრე თევზის ქონზე დამზადებულ პრეპარატებში.
კედრის ზეთში OMEGA-3 და OMEGA-6 მაღლი შემცვლელობაა. ნახევრად ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები OMEGA-3 და OMEGA-6, რომელიც ამ ზეთის შემადგენლობაშია, მაღლა წევენ ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ინფექციური დაავადებების მიმართ, ხელს უწყობენ ორგანიზმიდან ზედმეტი ქოლესტერინის გამოდევნას, ასუფთავებენ სისხლძარღვებს, ათხელებენ სისხლს ამით აფერხებენ სისხლის კოლტების წარმოქმნას.
კედრის ზეთის რეგულალური მიღება:
• იწვევს ნერვული სისტემის ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებას; ამაღლებს მამაკაცის პოტენციას და აღადგენს ორგანიზმის ძალებს.
• დაბლა წევს ქოლესტერინის დონეს სისხლში, აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას .
• ხელს უწყობს ფემძიმეობის ნორმალურ წარმართვას.
• აწესრიგებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას გასტრიტის, პანკრეატიტის, ქოლეცისტიტის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს.
• ორგანიზმიდან გამოყავს რადიონუკლიდები, მძიმე მეტალები და სხვა ტოქსინები.
• აფერხებს გამელოტებას, ფრჩხილების და თმების მტვრევადობას.
• ეფექტურია ფსორიაზის, დერმატიტის, დიათეზის, ჭინჭრის ციების, ნეიროდერმიტის, ნაწოლების, ეროზიების, ტროპიკული წყლულების, დამწვრობის და მოყინვის შემთხვევაში.
• ეხმარება მწვავე რესპირატორული დაავადების, ლარინგიტის, ტრაქეიტის დროს.
• ეფექტურია ფილტვის ტუბერკულოზის შემთხევევაში.
• ძალიან სასარგებლოა ბავშვების სრულფასოვანი ზრდის და ორგანიზმის ჰარმონიული ფორმირებისათვის.
• კარგია ტანის მასაჟისათვის
• აახალგაზრდავებს კანს, ხდის მას მკვრივს და ელასტიურს.
კედრის ზეთს არ აქვს უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები.
მიღების წესი:
მოზრდილებს და ბავშვებს 12 წლის ზემოთ–1 ჩაის კოვზი 3–ჯერ დღეში ჭამის დროს. შინაგან ორგანოთა დაავადებების დროს ღებულობენ 1ჩ/კოვზიდან , 1 სუფრის კოვზამდე 0,5–1 საათით ადრე ჭამამდე, 1–3 ჯერ დღეში. გაციებისა და სურდოს შემთხვევაში, შეიძლება ცხვირში ჩაწვეთებაც.
ყველაზე საუკეთესო თავისი აქტივობით გახლავთ ციმბირის კედრისგან მიღებული ზეთი. არ შეიძლება მისი არევა ეთერულ ზეთთან, რომელიც მიიღება კედრის მერქანისაგან. ბუნებაში არ არსებობს ანალოგი, რომელიც კედრის ზეთს შეედრება გულის კუნთის მუშაობისთვის აუცილებელი ელემენტის მაგნიუმის შემცველობით. კედრის ზეთი გამორჩეულია არამარტო უნიკალური ვიტამინების კომპლექსით, არამედ არაჩვეულებრივი არომატით და გემოთი, აქვს საკმაოდ მაღალი კვებითი ღირებულება, რის გამოც იგი ლიდერია ნატურალურ პროდუქტებს შორის.
XXI საუკუნეში დიდი ყურადღება ეთმობა კვების ნატურალურ პროდუქტებს, რადგან სწორედ ისინი შეიცავენ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებსაც შეუძლიათ უკეთესობისკენ შეცვალონ ჩვენი ორგანოების ფუნქციონალური მდგომარეობა. სწორედ ასეთ პროდუქტების ჯგუფს მიეკუთვნება კედრის ზეთი. ჩვენ ვაწარმოებთ ზეთს პირველი ცივი დაწურვით არ ვიყენებთ საღებავებს, არომატიზატორებს, კონსერვანტებს, გენმოდიფიცირებულ ნედლეულს, არ ვაზავებთ მათ უფრო იაფიანი სახეობებით, ამიტომ საბოლოოდ ვღებულობთ მაქსიმალურად სასარგებლო პროდუქტს, თავისი ვიტამინებით და მიკროელემენტებით.უნდა აღინიშნოს, რომ კედრის ზეთს არ დაჰკრავს სიმწრის გემო. მისი ეს თვისება იძლევა საშვალებას გამოვიყენოთ ნებისმიერი კერძის, დიეტური საკვების დასამზადებლად. ბავშვთა კვების რაციონში მისი ჩართვა იწვევს იმუნიტეტის გაძლიერებას. ფართოდ გამოიყენება სპორტცმენთა კვების დროს, რადგან ამ პროდუქტის ენერგეტიკული ღირებულება შეადგენს 9 კილო კალორიას ერთ გრამზე, ათვისების უნარი კი 98 % ია.
კედრის ზეთის ყოველდღიურ რაციონში ჩართვა იწვევს ორგანიზმის ძლიერ გაჯანსაღებას. მისგან შეიძლება დამზადდეს მხოლოდ ცივი კერძები. არ შეიძლება ამ დელიკატესით დამზადებული საკვები დავამზადოთ ლითონის ჭურჭელში, რომ არ მოხდეს ბიოლოგიურად ქტიური ნივთიერებების დაშლა. უამრავ უპირატესობათა შორის შეიძლება ავღნიშნოთ ის რომ კედრის ზეთი თავისი შემადგენლობით არ ჩამოუვარდება ცხოველური წარმოშობის ცხიმებს, ამიტომ ის ძალიან პოპულარულია ვეგეტარიანულ სამზარეულოში. კედრის ზეთის შემადგენლობაში შემავალი E ვიტამინი ხელს უწყობს გენეტიკური პროცესების სწორ წარმართვას. ხელს უწყობს დედის რძის გამომუშავებას.
კედრის ზეთი დაავადებების წინააღმდეგ
კედრის ზეთი ეფექტური საშვალებაა რესპირატორული დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა: ლარინგიტი, ტრაქეიტი, გრიპპი, ანგინა. არის საუკეთესო სტიმულატორი. გამოიყენება ბუასილის და სწორი ნაწლავის ნახეთქების სამკურნალოდ. ყველაფერთან ერთად ის არეგულირებს ფარისებრი ჯირკვლის, ნერვული სისტემის მუშაობას. შეუცვლელია ბავშვის მზარდი ორგანიზმისთვის. დიდი სარგებლობა მოაქვს ქალებისათვის: მეძუძურ დედებში აძლიერებს ლაქტაციას, აუმჯობესებს დედის რძის ხარისხს და პატარებში ხსნის მუცლის სპაზმს.
საჭმლის მომნელებელ სისტემათა დაავადებების დროს:
დილით ერთი ჩაის კოვზი 30 წუთით ადრე ჭამამდე და საღამოს, ბოლო ჭამიდან 2 საათის შემდეგ. შესაძლებელია შერევა რძესთან თანაბარი რაოდენობით, მკურნალობის კურსი 21 დღე.
ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს
რეკომენდირებულია მსუბუქი მასაჟით შეზელვა დაზიანებულ ადგილებზე, პალარელურად მივიღოთ 1 ჩაის კოვზი ორ– სამჯერ დღეში. სურდოს შემთხვევაში შეიძლება ცხვირში ჩაწვეთება.
ალერგიის დროს
უნდა მივიღოთ ერთი ჩაის კოვზი სამჯერ დღეში ჭამის წინ. სეზონური ალერგიის შემთხვევაში, დაბეჯითებით რეკომენდირებულია პროფილაქტიკური კურსის ჩატარება 1 თვით ადრე მოსალოდნელ გამწვავებამდე. კედრის ზეთს არ გააჩნია უკუ ჩვენებები.
Комментарии 1