Предыдущая публикация
ფიქრით,ოცნებით შენთან ვარ,
გული თავისას არ იშლის,
გრძნობით უცეცხლოდ დავმწვარვარ,
ტკივილსაც დღმდე განვიცდი,
"დრო მკურნალია"ამბობენ,
ყველა ჭრილობას ვერ ჰკურნავს,
თუ სხვები ყველგან ხარობენ
ღმერთს ჩემი დასჯა რად სურდა?!
რად მოხვდა ამ გულს ისარი?
რად გაჩნდა მწველი იარაც?
აქ დამნაშავე ვინ არის?
ან გულმა რად აღიარა,
რომ მის გარეშე სიცოცხლეს
მთლად დაჰკარგვია მიზანი,
ვიყო და ჩუმად ვიწვოდე,
ვის რად სჭირდება მითხარით?!
აღარ გაქრება არასდროს
ეს დარდი გულს რომ ატყვია,
როცა იღბალი გღალატობს,
მაშინ ოცნებაც ქარს მიაქვს.
მიაქვს და სულაც არ ნაღვლობს,
რომ გზას უკეტავს სიხარულს,
არ დაივიწყებს არასდროს,
ეს გული, ამ დიდ სიყვარულს.
/მანანა ბოჭორიშვილი/
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев