Предыдущая публикация
ნიღაბს ვატარებ მხოლოდ
მისი ტარება მტკივნეულია,
ღიმილის უკან ცრემლების
ზღვაა,
ჰორიზონტზე კი სინანულია,
შენს სიყვარულში ჩაძირულ
სუნთქვას
იცი, ტკივილის გზაზე უვლია,
გულის გულში ხარ, იქ შენი
ყოფნით
ჩემი ცხოვრება არეულია,
იცი რა მტკივა?
რომ არც კი მიმჩნევ,
თითქოს რაც იყო დაკარგულია,
ვიცი დავიწყებ ახალ ცხოვრებას,
მაგრამ, ჯერ ტკივილს არ
გაუვლია,
სულში ცრემლების ზღვა ისევ
ღელავს,
რადგან იქ შენი სიყვარულია,
მტკივა ღიმილი, რადგან მის
უკან,
შენთვის გამსკდარი, ჩემი
გულია...
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев