გულ-მოკლულო და ძალა დაცლილო
შენ სიყვარულის დიდო მგოსანო
ფიქრით თანჯულო ჭერით დაღლილო
ობლად ანთებულ პატარა სანთელს
ღამის შუქში რომ კელაპტარობდა
გარს უჯდებოდა გალაქტიონი
სწერდა იმაზე ვისაც ჰყვარობდა
მას რაც ტკიოდა ლექსებად წერდა
ლექსი კი იყო სულ მწუხარები
გულ-მოკლულსა და ძალა დალეულს
ცრემლი სდიოდა თვალს მდუღარების
ფიქრი უყვარდა ფიქრით ცოცხლობდა
და თან დასდევდა მას მერის ჩრდილი
ეცადა ბევრჯერ მასთან შეხვედრას
და გულს უკლავდა ის ორი ჭყვილი
მთელი ცხოვრება წერას მიუძღვნა
არ ჩერდებოდა სწერდა ჩქარობდა
ლექსით ამბობდა მუდამ მის სათქმელს
სულ ოცნებებში მიიჩქაროდა
როცა მოკვდა და გარდაიცვალა
თავი დახარა მაშინ ყოველმა
ვეღარ გაუძლო გულს ტკივილებმა
მოკლა ცხოვრებამ დაუნდობელმა
კარგად იცოდა თავისი ქვეყნის
ტკივილი დარდი წარმომავლობა
და დაუფასონ ეს მისი ღვაწლი
მომავალ შვილთა შთამომავლობამ
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев