ბოროტ სულებს ავყევი
ღმერთმა მე გზა მიჩვენა
მე იმ გზას ვერ გავყევი
შენც ხომ ხედავ სიყვარულის
ვერაფერი გავიგე
ერთი შანსი მომეცი
გევედრები დამინდე
სიყვარული შემოგფიცე
ნეტა რატომ გეწყინა
ყველასაგან დავიწყებულს
გული ბერვჯერ მეტკინა
უშენობას ვერ გაუძლებ
უშენობით მოვკვდები
გეფიცები შევიცვლები
ვფიცავ გამოვსწორდები
და თუ ისევ მიმატოვებ
ვინ გამითბობს აწი გულს
სხვა რატომღა გამიხსენებს
ყველასაგან დაკარგულს
ერთი თხოვნა დამრჩენია
ნუ დამტოვებ მარტო სულს
გულ-მოკლულმა ვერაფერი
ვერ გავუგე სიყვარულს
შენმა მზერამ დამაბრმავა
სხვას ვერავის ვხედავდი
პატიება მეთხოვა ?
ვიცი ვერ გავბედავდი
ვიცი ცუდად ვიქცეოდი
და შენ ამას იტანდი
გეფიცები უშენობას
ვეღარ გადავიტანდი
ცხოვრებამ ჩამითრია
ბოროტ სულებს ავყევი
ღმერთმა მე გზა მიჩვენა
მე იმ გზას ვერ გავყევი
რომ მცოდნოდა დამინდობდა
პატიებას ვეტყოდი
ღმერთმა უკვე მიმატოვა
ვერაფერს ვერ შევსთხოვდი
ცხოვრებამ კი გულში
ისევ ტყვია მესროლა
ღმერთს შევსთხოვე პატიება
ღმერთს ჩემი არ ესმოდა
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев