არ უთხრა უარი აჰყევი თამაშში
გამომწვევ სამოსში თუ კი შინ დაგიხვდა
შენც ნელა აჰყევი უსიტყვოდ ამაში
ეცადე შეამკო ლამაზი სიტყვებით
თუ მერე გითხრათ უსიტყვოდ გნებდებით
მოხვიე ხელი და შეაბი ზვირთებით
ნელ-ნელა სინაზით და კომპლიმენტებით
ნუ ეტყვი მის იქით რომ სხვა გზა არაგაქვს
უთხარი ხიდია გაბმული ცის შორის
თან დაამატე რომ ვარდსაც წააგავს
და ჩუმად მოხიბლე კაცური სიშორით
საწოლზე დაუწყე ალერსი მდუმარე
თავი მიანდე და ალერსად დაურჩი
უჩუმრად განაგრძე ალერსი მცხუნვარე
რომ არ გაეღვიძოთ მეზობლებს ხმაურში
ცოტახანს დარჩი და რომ დაეძინება
აკოცე შუბლზე სიამის სინაზით
და ჩუმად წამოდი სანამ ეძინება
რომ დილით არ მოსცდე ამ ქალის სიბრაზით
იარე ბნელ-ბნელ და მდუმარე ქუჩებში
და გათენებამდე სულ მასზე იფიქრე
და ისე ჩაგრჩება ეს გემო ტუჩებში
მოვა დრო და იტყვი რომ ვერ დაივიწყე
ღამემ გათენება თუ არ დააპიროს
დაჯექი სადმე და განაბე თვალები
და დილით მზის შუქმა თუ გამოგაღვიძოს
ისევ გაიხსენე იმ ღამის წამები
და წლების შემდეგ თუ მიხვდი ყველაფერს
თუმიხვდი იმას რომ ის თურმე ის არის
მიდი და აკოცე ვერ გეტყვის ვერაფერს
უთხარი გული სულ მისკენ გიჩქარის
მაგრამ უეცრად ამ კარის იქეთკენ
თუ შემოგეგება სხვა კაცი უცნობი
შენ ისევ იმ ღამის წამებზე იფიქრე
და იმ დღეს არ დარჩე შენც გამოუთრობი
მოხურე კარი და დატოვე ზურგს უკან
ერთადერთ გრძნობის ერთადერთ მზაკვრელი
ჯერ შენაც ვერ ხვდები რომ ასე გულს უკლავ
შენ ხომ მისნაირის არახარ მნახველი
შემდეგ კი იანანებ ასე ხო მე მენდე
იანანებ გული ჩემთან რომ გაგითქვამს
იფიქრებ ასე ბრმად როგორ მომენდე
და მაინც ჩათვლი რომ ტყუილი არ მითქვამს .
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев