არის კიდევ ერთი მხარე,
რომელსაც აუცილებელია,
გაესვას ხაზი. ზოგჯერ
ფიგურირებს ასეთი აზრი, რა
საჭიროა სასულიერო პირი,
მასთან ცოდვების მონანიება,
მის გარეშეც ხომ შეიძლება
გაკეთდეს ეს. უფალს თავად
მივმართავ ამისთვის და
შუამავალი სულაც არ
მჭირდება. თუ სინანულს
განვიცდი, ვთხოვ ღმერთს
ცოდვების, შეცდომების
მოტევებას, განა იგი საკმარისი
არ არის მისთვის. ასეთი
მიდგომა არასწორია და
მცდარი. ღვთისათვის
თავისთავად სათნოა ჩვენი
სინანული, მაგრამ იმისთვის
რომ ამ სინანულმა საბოლოო
შედეგი გამოიღოს, მოხდეს
ჩვენთვის ცოდვების მიტევება,
მათგან განწმენდა,
აუცილებელია სასულიერო
პირთან აღსარების დროსაც
ითქვას ეს. სახარებაში
ვკითხულობთ: მიმართა
მაცხოვარმა მოციქულებს:
„ვისაც მიუტევებთ ცოდვებს,
მიეტევებათ, ვისაც დაუკავებთ,
დაეკავებათ“ (იოანე 20,22-23).
იგივე უნარი აქვთ
მომადლებული სასულიერო
პირებს და არაფრით არ
შეიძლება ამის გაუბრალოება,
არშეფასება. თავად სულიერ
ცხოვრებაზე დაკვირვებაც
ნათლად გვიჩვენებს, თუ რა
დიდი განსხვავებაა ცოდვების
ჩვენთვის მონანიებასა და
მღვდელთან მათ აღნიშვნას
შორის. მარტოოდენ აღსარების
შემდეგ დგება ხოლმე
გარდატეხის მომენტი და
შეგრძნებაა მძიმე ტვირთისგან,
ბორკილებისგან
განთავისუფლების,
მტანჯველური განცდების
გაქრობის თუ არა, ყოველ
შემთხვევაში, შესამჩნევად
შესუსტების, შემცირების მაინც.
თუ სინანულის საიდუმლოს
აღსრულებას ადგილი არა
აქვს, უმთავრესად განცდაა
დაუსრულებლობის, იმ
შედეგის არმოტანის, რასაც
მოველოდით სინანულის
გრძნობის გამო. შეიძლება
დღეები, კვირეები, წლებიც კი
გავიდეს და ისევ ისე მძაფრად
დარჩეს დიდი ტკივილი
ჩადენილი ცოდვების,
შეცდომების გამო. მართალია
აღსარების შემდეგაც ხშირად
არ გვავიწყდება ჩადენილი
ცოდვები, ერთგვარი ტკივილი,
სინანული მაინც რჩება მათთან
დაკავშირებით, მაგრამ ეს
მაინც ვერ შეედრება იმ
მდგომარეობას, რაც
სინანულის საიდუმლოს
აღსრულებამდე ჰქონდა კაცს.
გამოსაყოფია კიდევ ერთი
საკითხი, რომელიც საკმაოდ
მწვავედ დგას დღეს ეკლესიის
წინაშე აღსარების
საიდუმლოსთან
დაკავშირებით. ახლა არცთუ
იშვიათად ვხვდებით
სხვადასხვა სახის ბროშურებს,
წიგნებს, სადაც ცოდვათა დიდი
ნუსხაა ჩამოწერილი თუ რა
უნდა მოინანიოს ადამიანმა,
რას უნდა მოერიდოს
განსაკუთრებით. უნდა ითქვას,
ასეთი სახის ლიტერატურის
გაცნობა ზოგჯერ
დამთრგუნველ
შთაბეჭდილებას ტოვებს
კაცთან, განსაკუთრებით კი
მათთან, ვინც ეკლესიაში
ახლადმისულია. მათ ხშირად
უჩნდებლათ განცდა თუ
ამდენი რამ არის ცოდვა და ასე
მოეთხოვებათ თავის შეკავება,
შეძლებენ კი ისინი ამას
ყველაფერს, გააკონტროლებენ
კი შესაბამისად საკუთარ თავს,
თავიდანვე განწირული ხომ არ
არის მათი მცდელობა,
იცხოვრონ ჭეშმარიტად
ქრისტიანულად. ბევრი
ეკლესიური ცხოვრების
ახლადდამწყებისთვის ალბათ
ძნელი წარმოსადგენია,
როგორ შეიძლება
განთავისუფლდნენ
ბროშურებში დასახელებული
ისეთი ცოდვებისგან, როგორიც
არის, ვთქვათ: ცეკვა, სილაღე-
გალანდაზღარება, სახის
მართვა, კიდევ მრავალი სხვა,
როგორ უნდა აიძულონ თავი
და როდესღაც მაინც არ
შესცოდონ ამით. ხომ არ
დაემსგავსება ჩვენი ცხოვრება
უსიხარულო, მრავალი
სიამოვნებისგან გაქცევის
ყოფას, ფიქრობენ ასე, სულ
დაძაბულს და საშიშროების
მოლოდინით აღსავსეს. ასეთ
დროს ხშირად არ ხდება იმის
ახსნა, რომ ზოგიერთი იმ
ცოდვისგან თავის შეკავება,
რომელიც ამგვარი სახის
ბროშურებშია მოცემული, ეს
ბერებს, მონაზვნებს
მოეთხოვებათ მკაცრად, ხოლო
მართლმადიდებლური
ცხოვრების დამწყებთათვის კი
უფრო სხვა სახის ამოცანა
დგას წინ. ეკლესიაში
ახლადმისულებს არ
მოეთხოვებათ და ისინი ვერც
შეძლებენ ყველაფერი იმის
მიღწევას, რაც ასეთი სახის
ბროშურებშია მოცემული, ამას
სულიერების ზრდასთან,
საკუთარი თავის
სრულყოფასთან ერთად თუ
მოახერხებენ თანდათანობით,
ბევრი იქ ჩამოთვლილი
ცოდვისგან თავის დაღწევას, ეს
კი თავიდანვე უნდა იქნას
ახსნილი, რათა ზედმეტად არ
დაბრკოლდნენ ამის გამო.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев