როდესაც ვფიქრდები ცხოვრებას ვიხსენებ და ვიხედები უკან წარსულში, მიპყრობს ტირილი და დიდი სევდა მიპყრობს ვაება და დიდი გოდება…
თავს ვეღარა ვწევ განა დაღლილი ? რაღაც მაკავებს, რაღაც მაბრკოლებს ჩემი ცოდვებით დამძიმებული ჩემი ცოდვებით ნავაგლახარი, მე მეცოდება ნატანჯი სული ცოდცით დაღლილი და დაქანცული !
ვიცი არა ვარ ღირსი გახსენო რამე შეგვედრო და შემოგჩივო, უბრალოდ მე გთხოვ ცოდვით დაღლილი შენ მიპატრონე და მიწინამძღვრე რომ მე მივიღო მადლი უფლისა რომ მე მივიღო ნათელი ზეცისა…
სიყვარულია ტაჯმაჰალის თეთრი ცრემლები, სიყვარულია მე რომ თავზე ასე ვევლები, სიყვარულისთვის ბაირონმა კუბო არჩია ჩვენც მას შევწიროთ ყველაფერი რაც გაგვაჩნია. სიყვარულისთვის დაენარცხა ქვაზე ტაბიძე სიყვარულია სასთუმალზე ჩვენ რომ გვაღვიძებს, სიყვარულისთვის დაითრთვილა განძა,მარტვილი სიყვარულს ვეძებ სიყვარული გვინდა ნამდვილი. სიყვარულია თამარი რომ დარჩა თამარად სიყვარულს, ბევრიც რომ ვეცადოთ ვერსად დავმალავთ სიყვარულისთვის სერაფიტა ცოცხლობს ქვაშიაც სთქვი!სიყვარულო შენი ძალა მაინც რაშია?! სიყარულია,ათას-ერთი ღამის ზღაპარი სიყვარულია,ჩაუქრალი სხივი ლამპარის სიყვარულია,ქვის ჩუქურთმა,ყინწვისის ფრესკა სიყვარულისთვის კვაზიმოდო ზარებსაც რეკდა სიყვარულია, ტაჯმაჰალის თეთრი ცრემლები სიყვარულია მე რომ თავზე ასე ვევლები!
გამართულია ორთაბრძოლა ჩემს სულსა შიგან, ჩემი ნაზარდი ჩემგანვე ნაშობს ებრძვის შიგნიდან, ჭკუა დავკარგე აღარ ვიცი თუკი რას ვროშავ, დამვიწყებია მე შენს თვალებზე ნასწავლი კოცნა. და ვდგევარ ეხლა ვითარცა ხე ტოტებდაჭრილი, და ვდგევარ დიდი სინანულის გრძნობით ავსილი, და ვაღიარებ დარდისაგან გულდაკოდილი, რომ ახლაც მინდა...ო!რა ძლიერ მინდა ტირილი
ცხოვრება მინდა იმ ზღაპარს ჰგავდეს,სადაც ღიმილი ბევრის მთქმელია. და სიბოროტე არსად არა სჩანს ირგვლივ სიკეთე მოფენილია. მინდა ცხოვრება იმ ზღაპარს ჰგავდეს სიყვარულზე რომ გულით მღერიან, მინდა ცხოვრება იმ ზღაპარს ჰგავდეს სადაც სულ ყველა ბედნიერია. ცხოვრება მინდა იმ ზღაპარს ჰგავდეს სადაც ცხოვრება მშვენიერია...
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
Комментарии 6
როდესაც ვფიქრდები ცხოვრებას ვიხსენებ
და ვიხედები უკან წარსულში,
მიპყრობს ტირილი და დიდი სევდა
მიპყრობს ვაება და დიდი გოდება…
თავს ვეღარა ვწევ განა დაღლილი ?
რაღაც მაკავებს, რაღაც მაბრკოლებს
ჩემი ცოდვებით დამძიმებული
ჩემი ცოდვებით ნავაგლახარი,
მე მეცოდება ნატანჯი სული
ცოდცით დაღლილი და დაქანცული !
ვიცი არა ვარ ღირსი გახსენო
რამე შეგვედრო და შემოგჩივო,
უბრალოდ მე გთხოვ ცოდვით დაღლილი
შენ მიპატრონე და მიწინამძღვრე
რომ მე მივიღო მადლი უფლისა
რომ მე მივიღო ნათელი ზეცისა…
გიორგი გელაზონია
სიყვარულია ტაჯმაჰალის თეთრი ცრემლები,
სიყვარულია მე რომ თავზე ასე ვევლები,
სიყვარულისთვის ბაირონმა კუბო არჩია
ჩვენც მას შევწიროთ ყველაფერი რაც გაგვაჩნია.
სიყვარულისთვის დაენარცხა ქვაზე ტაბიძე
სიყვარულია სასთუმალზე ჩვენ რომ გვაღვიძებს,
სიყვარულისთვის დაითრთვილა განძა,მარტვილი
სიყვარულს ვეძებ სიყვარული გვინდა ნამდვილი.
სიყვარულია თამარი რომ დარჩა თამარად
სიყვარულს, ბევრიც რომ ვეცადოთ ვერსად დავმალავთ
სიყვარულისთვის სერაფიტა ცოცხლობს ქვაშიაც
სთქვი!სიყვარულო შენი ძალა მაინც რაშია?!
სიყარულია,ათას-ერთი ღამის ზღაპარი
სიყვარულია,ჩაუქრალი სხივი ლამპარის
სიყვარულია,ქვის ჩუქურთმა,ყინწვისის ფრესკა
სიყვარულისთვის კვაზიმოდო ზარებსაც რეკდა
სიყვარულია, ტაჯმაჰალის თეთრი ცრემლები
სიყვარულია მე რომ თავზე ასე ვევლები!
გამართულია ორთაბრძოლა ჩემს სულსა შიგან,
ჩემი ნაზარდი ჩემგანვე ნაშობს ებრძვის შიგნიდან,
ჭკუა დავკარგე აღარ ვიცი თუკი რას ვროშავ,
დამვიწყებია მე შენს თვალებზე ნასწავლი კოცნა.
და ვდგევარ ეხლა ვითარცა ხე ტოტებდაჭრილი,
და ვდგევარ დიდი სინანულის გრძნობით ავსილი,
და ვაღიარებ დარდისაგან გულდაკოდილი,
რომ ახლაც მინდა...ო!რა ძლიერ მინდა ტირილი
ვეჭიდავები ცხოვრებას, არ მინდა მხრებზე დამცეს,
ფიქრებმა უკვე ჩემებმა, მეათასერთჯერ გამცეს.
მერე ცოდვებმა, ფერად-შავებმა, უკიდეგანოდ ამცრეს,
როცა სიტყვებმა ეშვებ-კბილთაგან ბგერა-სიმებად გამცრეს.
გადავიხატე ლექსი აზრიდან,
სიშორეთში ვარ გულთა ბაზრიდან.
დავტოვე ფიქრთა მე კი ორგია,
"ლექსი" ცხოვრება და "გიორგია"...
****
გადის ცხოვრება, გადის...
მაისი თრთოდა
სხვადასხვა ფერად,
მოხვედი, ჰოდა:
ვიყოთო ერთად...
უსიტყვოდ გენდე
(ნეტავ ვინ მთხოვა?)
და იმის შემდეგ
არ წყდება თოვა...
ცხოვრება გადიიიის...
****
ცხოვრება მინდა იმ ზღაპარს ჰგავდეს,სადაც ღიმილი ბევრის მთქმელია.
და სიბოროტე არსად არა სჩანს
ირგვლივ სიკეთე მოფენილია.
მინდა ცხოვრება იმ ზღაპარს ჰგავდეს
სიყვარულზე რომ გულით მღერიან,
მინდა ცხოვრება იმ ზღაპარს ჰგავდეს
სადაც სულ ყველა ბედნიერია.
ცხოვრება მინდა იმ ზღაპარს ჰგავდეს
სადაც ცხოვრება მშვენიერია...