Greta Garbo ნამდვილი სახელი გრეტა ლოვისა გუსტაფსონი, შვედ. Greta Lovisa Gustafsson; დ. 18 სექტემბერი, 1905, სტოკჰოლმი გ. — 15 აპრილი, 1990, ნიუ-იორკი) — წარმოშობით შვედი კინო მსახიობი. გარბო იყო ჰოლივუდური მუნჯი და ხმოვანი პერიოდის საერთაშორისო კინოვარსკვლავი. მისი ბევრი ფილმი გამოირჩევოდა სენსაციურობით, რომლებსაც მნიშვნელოვანი მოგება მოჰქონდა კინოკომპანიებისათვის. გარბო ოთხჯერ იყო წარდგენილი ოსკარზე. მან ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის ანა კარენინაში (1935) და კამელიაში (1936 წელს) დაიმსახუა ნიუ-იორკის ფილმების კრიტიკოსთა ასოციაციის ჯილდო. 1999 წელს ამერიკის ფილმების ინსტიტუტმა გამოაქვეყნა ყველა დროის უდიდესი ქალი კინომსახიობების სია, ამ სიაში გრეტა გარბომ მეხუთე ადგილი დაიკავა მას უსწრებდნენ ქეთრინ ჰეპბერნი, ბეტი დევისი, ოდრი ჰეპბერნი და ინგრიდ ბერგმანი.
გარბოს კარიერა იწყება 1924 წლიდან, სწორედ ამ წელს მან მთავარი როლი შეასრულა შვედი რეჟისორის მორიც სტილერის ფილმში საგა იოსტა ბერინგზე. ეს ფილმი წარმოადგენდა ცნობილი შვედი მწერალის სელმა ლაგერლიოფის ნაწარმოების ეკრანიზაციას. ფილმის ქრონომეტრაჟი შეადგენდა სამ საათს, "საგა იოსტა ბერინგზე" წარმატებით გავიდა შვედეთში და ევროპის სხვა ქვეყნებში. თუმცა სხვადასხვა ქვეყანაში ფილმის შემოკლებული ვერსია გაუშვეს, მაგალითად საფრანგეთში ამ ფილმის ხანგრძლივობა ორ საათს შეადგენდა. სწორედ ამ ფილმში შესრულებული როლის შემდეგ გრეტა გარბოზე ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა, მისით დაინტერესდა ჰოლივუდში მოღვაწე მეტრო-გოლდვინ-მაიერის ხელმძღვანელი ლუი მაიერი და შესთვაზა აშშ-ში გამგზავრება. გრეტა გარბო ჰოლივუდში 1925 წელს ჩავიდა. 1926 წელს მან ითამაშა ფილმში "ნიაღვარი", იმავე წელს მან შეასრულა მთავარი როლი ფილმში ხორცი და ეშმაკი, თანდათანობით გრეტა გარბომ მოიპოვა საერთაშორისო აღიარება და ის მალევე გახდა კინოვარსკვლავი.
გარბოს პირველ საუკეთესო ფილმად ითვლება 1930 წელს გადაღებული ანა კრისტი.
გრეტა გარბომ კარიერის განმავლობაში 27 ფილმში ითამაშა. მიუხედავად იმისა, რომ მას სთავაზობდნენ კვლავაც შეესრულებინა როლები ის ყველა წინადადებაზე უარს აცხადებდა. გრეტა გარბო მაქსიმალურად ცდილობდა, რომ მისი პირადი ცხოვრება საიდუმლო ყოფილიყო.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев