ვაჟკაცნი ითხოვდნენ ცრემლებს!
მოგვაკლდა ქართველებს სული,
და მტერნი გვიცემდნენ
გრდემლებს!
ქართველთ აგვიტირდა დედა,
ქართველთ,გამოგვაკლდა გმირი.
როდის ეღირსება დედას,
მშვიდი,უდარდელი ძილი?!
გუშინ დაიღუპა,დღესაც
დაიღუპა....!
აგვისტოს არ ეყო სისხლი ?!
მიწამ ავღანეთის,თავი დაიპურა.
ბიჭები აღარა გვყვავს...რისთვის?!
ჩადრი მოვიხვიე,ისევ გლოვა არის.
გლოვობს საქართველო
შვილებს..!
ყველას გული ტირის,მონატრება
არის.
დედებს...რა პასუხი მივცეთ?!
შვილები უნდოდათ გულებში
ჩაეკრათ.
უფალს ავედრებდნენ მებრძოლთ.
არავის ეგონა...ზარის ხმა გაისმა...
და ცივი სამარე ერგოთ!
არავის გვინდოდა,ხსოვნის
დაგველია...
ყველა მოგელოდათ დროშით.
ტყვია ვერ ვაჩერეთ,კუბოებს
მოველით,
ვეღარ დავბრუნდებით დროში!
თქვენი ხსოვნა იყოს,ჩვენო
ვაჟკაცებო.
გული დამეღვარა ცრემლათ....
ისევ გვეყვარებით,ქართველო
კაცებო...
რომ,ჩვენი გმირები გერქვათ!!!
2 3
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1