მონაკვეთშია ყავა
სასარგებლო
დილის ყავა აღარ გაფხიზლებთ?
აღარც ენერგიით გამარაგებთ?
თურმე, ამის მიზეზი არსებობს.
მეცნიერები ახალ დასკვნამდე
მივიდნენ და აღმოაჩინეს, რომ
ყავის დილით სმის ტრადიცია არც
თუ ისე მისაღები და
სასარგებლოა! პირიქით, სისხამი
დილა, თურმე, ყველაზე ცუდი
დროა ამ სასმელის
დასაგემოვნებლად! მიზეზი კი
გახლავთ ის, რომ ადრეულ
საათებში ჩვენს ორგანიზმში
კორტიზოლის მაღალი დონეა.
ასეთ დროს კოფეინი ორ
მნიშვნელოვან პრობლემას ქმნის.
პირველი გახლავთ ის, რომ ყავა
ზემოქმედებს კორტიზოლის
ჰორმონის გამოყოფაზე და,
შესაბამისად, სტრესის
საწინააღმდეგო ფუნქციებსა და
გლუკოზის დონეს არასტაბილურს
ხდის. შედეგად, ორგანიზმი
ზედმეტად დამოკიდებული ხდება
კოფეინზე და კორტიზოლის
ჰორმონებს უწინდელი
რაოდენობით აღარ
გამოიმუშავებს.
მეორე მიზეზი არის ის, რომ ყავის
დილით დალევა ერთგვარი ჩვევა
ხდება, რაც
კოფეინდამოკიდებულებას
იწვევს. ეს კი ორგანიზმის
ენერგიის სხვა წყაროებს
ადუნებს.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ
კორტიზოლის დონე არა მხოლოდ
დილით, არამედ დღის კიდევ ორ
მონაკვეთშია მაღალი.
მეცნიერების დასკვნით, ყავის
დალევისათვის საუკეთესო
პერიოდი დილის 10-დან 12
საათამდე და 14:00-დან 17:00
საათამდეა.
ასე რომ, თუ გსურთ, ყავამ ისევ
მოგამარაგოთ ენერგიით და
კვლავინდებურად
გამოგაფხიზლოთ, მას ძალიან
ადრე ნუ დალევთ. სამსახურში
წადით, მშვიდად დაჯექით
სამუშაო მაგიდასთან და მხოლოდ
10:00 საათის შემდეგ
დააგემოვნეთ საყვარელი
არომატული სასმელი. ასე
ორგანიზმისთვისაც უფრო
სასარგებლო იქნება და — თქვენი
პროდუქტიულობისთვისაც.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев