ენა გამოვუყე და გავეცალე.შიგნით შევედი და ცეკვა გავაგრძელე.მსიამოვნებდა ეს მუსიკა,მინდოდა მთელი ემოციები გადმომეცა,მინდოდა მეყვირა,ბედნიერებისგან!ასე მეგონა ყველფრის უფლება მქონდა და მეც გიჟივით დავხტოდი,ხან სად ვიყავი ხან სად..ლადოს მოვკარი თვალი.არც ის გამომპარვია მხედველობიდან,ხელში როგორ ეჭირა ჭიქა და ალკოჰოლისგან იჟღინთებოდა.მივვარდი,ხელიდან გამოვგლიჯე და მოვიყუდე.ისევ მის მზერას წავაწყდი,რომელიც გაკვირვების პიკზე იყო.
-არ მინდა ლადუკ შენ რომ სვამდე.-ეს მივაძახე,თვალი გამომწვევად ჩავუკარი და გავეცალე.ისევ ჩემს ცეკვას დავუბრუნდი და აბა ჰე..ვცეკვავდი და მეგონა სამყარო ჩემი იყო.სახე გავატრიალე და ეს რა დაინახა ჩემმა თვალებმა!უცებ გავჩერდი,გავიყინე,სისხლი ამიდუღდა,ამავდროულად გამეყინა.ორომტრიალი დაიწყო ჩემმს გონებაში და მინდოდა ეს ღრიანცელი ახლავე გაჩერებულიყო.სისხლის თითოეული უჯრედი ამეწვა.ძარღვები დასკდომას ლამობდნენ.მინდოდა ეს რეალობა არ ყოფილიყო,თვალები დავხუჭე და თავიდან გავახილე მაგრამ არა..ეს ლადო იყო გოგოსთან ერთად,რომელიც კალთაში ჩაგორებოდა და ისე კისკისებდნენ,თითქოს იქ არ ვყოფილიყავი.მალე გამოვერკვიე ამ ემოციისგან და სასმელის ბოთლი,რომელიც ჩემს ხელს ამშვენებდა,მაგიდაზე მაგრად დავახეთქე,მათკენ გავიწიე და ჰოპ!წამიც და ეს გოგონა ძირს აღმოჩნდა.ვერ მოვახერხე გააზრება,ისე აღმოვჩნდი მის სხეულს ზემოთ.თმაში ხელი ჩავჭიდე და უკანასკნელი შეყვარებულივით დავიწყე ცოფების ყრა.ბექამ ხელი ჩამჭიდა და გარეთ გამათრია.ვყვიროდი,ვტიროდი,წიხლებს აქეთ-იქით ვიქნევდი.ჰაერმა ცოტა აზრზე მოიყვანა და მერეღა გავაანალიზე ჩემი საქციელი,რომელიც სულ რამდენიმე წამის წინ ჩავიდინე.მერეღა დამიდგა თვალწინ იმ გოგოს გაშტერებული მზერა და მისი თვალები,რომლებიც შველას ითხოვდა.მერეღა წარმოვიდგინე ლადოს სახე,რომელიც კიდევ ერთხელ დავარწმუნე იმაში რომ მიყვარს და ეს საშინლად მზარავდა.
-შენ სულ გაგიჟდი?
-შემეშვი..შემიყვარდა!
ესღა ამოვილუღლუღე და ბექას ფეხებთან ჩავიკეცე.ხელში ამიყვანა.ვგრძნობდი,როგორ მომაწვა ამდენი სასმელი,ახლაღა იმოქმედა ამ წყეულმაც!გავითიშე.
მაგარია!
პასუხი
20:22
ყველაზე საშინელი გაღვიძება იყო ჩემს ცხოვრებაში ეს დილა.გავახილე თუ არა თვალი,ჩემს ოთახში მდგარ ლადოს მოვკარი თვალი.მის გარდა იქ სხვებიც იყვნენ,მაგრამ მე მხოლოდ მას ვხედავდი.შემრცხვა,შემრცხვა და საბანში ჩავიმალე.პატარა ბავშვივით ავტირდი,რომელსაც ბებერი კუდიანის ეშინია და საბანში ემალება,იქნებ ვერ მიპოვოსო.კარის ხმა გავიგე,მერე თავზე შეხება ვიგრძენი და ნელ-ნელა გადავიხადე საბანი.ისევ ლადოს მწველ მზერას წავაწყდი,რომელიც გაურკვეველი მაგრამ მაინც კეთილი იყო.
-მაპატიე.-ჩუმად ამოვთქვი.
-რა?რა გაპატიო სულელო!მიყვარხარ!და გუშინ შენც დამიმტკიცე შენი გრძნობები.
"გუშინ"-ამ სიტყვის შემდეგ ყველაფერი ნათელი ხდებოდა,აღარ ჰქონდა აზრი თავის მართლებას.უბალოდ შემიყვარდა და მორჩა.
წინ წამოვიწიე და ჩავეხუტე.ჩავეხუტე და უფრო ავტირდი.მხარზე ჩამოვადე თავი და თვალები დავხუჭე.ამ სამყაროს აღარ ვეკუთვნოდი.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев