მტკივა უშენობა , როგორც არასოდეს ,
სულში ათასგვარი სივრცის ფიქრებია ,
სანამ ფანტელები გრძნობებს გაადნობდეს,
წმინდა კელაპტრები შენით ინთებიან !
ვდგავარ მოაჯირთან – კაშნე, ცილინდრი და
წლებით გახუნებულ პალტოს ვუფრთხილდები,
ფიქრი? ერთადერთი! ან სხვამ ვინ იცის და...
ერთად განვლილ დღეებს, წარსულს ვუკვირდები... !
ვეძებ შეცდომებს და იმ ჩემს დანაშაულს,
რამაც უშენობა წყევლად მომისაჯა,
ხიდზე გაჭირვებულს მივცემ ბოლო შაურს,
კეთილ–საქმეებზე ფიქრი მომიმრავლდა...
თავი ავწიე და ასფალტს მივუყვები,
ირგვლივ ირევიან მოქალაქეები,
მე კი იმ ერთადერთ საფლავს მივუწვები,
სადაც არ სჭირდებათ მოსამართლეები...
რადგან განაჩენი უკვე ცნობილია
მძიმე ჩაქუჩით, რომ დაადასტურებენ,
და მეც თუ სიკვდილი მალე მომიწია,
იმ ჩემს შემთხვევასაც დაასაბუთებენ...
თუმცა ცხოვრებაში განა ერთხელ კვდები,
კაცი ზოგჯერ სუსტი, მეტად ძლიერია...
ღამით ზეციერს, თუ რამეს ევედრები,
ისიც გაიხსენე, ვიღაც მშიერია ... !
მე კი დავიკარგე იმ ცივ მონაკვეთში,
ხიდის ბოლოსა და ქუჩის დასაწყისში,
აზრზე მოვედი და ზეცას მივაშტერდი,
მაინც შენ ტრიალებ ყველა ჩანაფიქრში...
რაა ცხოვრება და ბედის ირონია?!
წამიც წამია და ზოგჯერ საუკუნე...
გუშინ დაგკარგე და უკვე გასულია,
ჩემი უშენობის ერთი საუკუნე!
/დ. ფ ხ ა კ ა ძ ე/
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев