Предыдущая публикация
გაბზარულ გულზე დამადე ლოდი,
ისე მადარდე, არ დამაძინე,
გზას გავყურებდი, სულ შენ გელოდი.
ჩემს წინ იმდენი სევდა დაყარე,
ძალიან მიჭირს გადავაბიჯო,
ერთ ადგილს ვტკეპნი, სამყარო გარე,
ცრემლიან გულთან მინდა გავმიჯნო.
ლექსები დამრჩა ნატვრის წადილად,
სადმე შორს მინდა გაშლა კარავის,
შენ მიმატოვე ისე ადვილად,
მიატოვებდნენ როგორც არავის.
ვუცქერ გვირილის სულ ბოლო ფოთოლს,
დამორცხებული რომ ამბობ არას,
უკვე ზამთარიც მოვა და მოთოვს,
და გადანახულ იმედს მომპარავს.
ახლა დაღამდა მგონი ნამდვილად
ალბათ ბედს სწორედ ეს გზა ენება,
შენ გამიმეტე ისე ადვილად,
გულს აღარც კი სურს შემოთენება.
/ნანა მეფარიშვილი/
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев