Предыдущая публикация
დამყვა ხასიათი მარტის ამინდივით,
დიდი სიყვარულიც უცებ მოვარდნილი
ვიცი ჩემებური უფრო კაპრიზივით.
ფეხქვეშ ამერია დღესაც დედამიწა
და ცის დამხობაზე არ მაქვს სინანული,
ალბათ ასეთივე ცოტა უცნაური
დამაქვს ოცნებებიც, ზოგჯერ ტირანული.
ქარის წისქვილებთან ბრძოლით დავიღალე
ფრთები შევალეწე, გავხდი ინვალიდი,
ალბათ ჩემებურიც ვიცი გაბრძოლება,
ბოლო გაღიმებაც კარგი, სიკვდილის წინ.
ალბათ ასეთი ვარ ცოტა უცნაური,
და ნუ გამიკარებთ ხალხნო სიახლოვეს,
ვიცი, აგიწეწავთ ყველას მშვიდ ცხოვრებას,
მერე ხელს ჩავჭიდებ ისევ სიმარტოვეს...
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев