Предыдущая публикация
წახვალ - ზამთარივით ბარდნის,
მერე გული ისე დადუმდება,
იტყვი - გათავდაო დარდით...
მერე აირევა ჩემი კარტიც,
როგორც მდინარეში ფონი...
ნეტა, რა ეშმაკად შემიყვარდი,
აღარ მომასვენებ, მგონი.
ადრე სხვა ოცნების მქონდა ნება,
ადრე სხვა ოცნება მქონდა,
შენ კი, ნეტავი რა გენაღვლება,
თუ ვერ გივიწყებ და ვბოდავ
,თუ მე მთელი ღამე ვფიქრობ შენზე,
ღამე თუკი გახდა კენტი...
წუხელ ვოცნებობდი ისეთ დღეზე,
როცა შეგხვდები და გეტყვი
,გეტყვი, რომ მიყვარხარ გაგიჟებით,
რომ მსურს მუდამ მყავდე ახლოს...
მერე დაგირეკავ - სად იქნები,
მინდა რაღაც გითხრა, გნახო.
გხვდები, მაგრამ ბოლოს ,,მავიწყდება"
თქმა და ხმას ვერ ვიღებ დიდხანს...
ხვალაც ალბათ ასე დაიწყება -
მოხვალ? - რაღაც მინდა გითხრა..((
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев