Предыдущая публикация
როცა მის თვალებში გქონდა ადგილი,
იყავი სუსტი
და გხედავდა ისე, ვით ძლიერს..
როს შეეჩვიე,
ყველაფერი გახდა ადვილი,
გაქციეს ზურგი,
ეს შეჩვევა არ გაპატიეს.
იყო დრო,
შენსას ფიცულობდა ქვეყნად გაჩენას,
შენი ღიმილი
მწუხარებას მისას ფანტავდა,
დაგიგულეს და
შეგაყინეს მერე არჩევანს,
და შენს თვალებთან,
ოცნებებში სხვისას ხატავდა.
დრო იყო,
წუთი უშენობის არად უღირდა,
მაგ დიდი გრძნობით,
ვერაფერში ვეღარ ჩაგტიეს,
ნაერთგულევი,
სიყვარულიც, ისე უკვირდა
და ალბათ ჩემო
ერთგულებაც, არ გაპატიეს.
არ გაპატიეს,
ის დღეები, რითაც ხარობდი,
(რად ნატრობ ჰაერს
სიყვარული ბაგესთან თუ გყავს)
რაც უფრო მეტად შეიყვარე
გ ა უ ბ რ ა ლ ო ვ დ ი,
რადგან უბრალო,
ღმერთის გარდა, არავის უყვარს.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев