Предыдущая публикация
სულ ცოტაც მყოფნიდა,
ქალი ვარ სუსტი და ქორფა,
მაგრამ შენ განმძარცვე და ვით ავაზაკმა,
წაიღე მრავალი კოცნა...
განა ბევრს ვითხოვდი? სულ ცოტა მინდოდა,
ალერსი, ტრფიალი ღამის,
მაგრამ შენ წამართვი რაც კი რამ მებადა,
გარდა სევდისა და დარდის...
განა ბევრს გპირდები? სულ ცოტას გავიღებ,
მე შენი ღიმილის ფასად,
მაგრამ შენ მომპარე ბაგიდან შუქი და
მე დღემდე წყვდიადი დამაქვს...
განა ბევრს გაჩუქებ? სულ ცოტაც ბევრია,
თუ ვინმე სიღრმემდე გიყვარს,
მაგრამ შენ იმდენი იარა გამიხსენ
რომ დღემდე სისხლამდე მტკივა....
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев