Предыдущая публикация
საკუთარ თავთან ვაგრძელებ ჭიდილს,
ყელშიწაჭერილ ხელებით მერე
მივათრევ სხეულს ბოლოში ხიდის...
ხიდის თავში კი მიცდის აჩრდილი,
ჩემი მსგავსი და თან ისე უცხო...
და კრიჭაშეკრულ ყბაში გაჩრილი
სულიდან გმინვა მოჟონავს უხმო...
უხმოდ მოჟონავს, რადგან ქვითინის
ხმა ჩავაბრუნე მკერდში, წვალებით,
თვალწინ მენგრევა ზღუდე ქვითკირის,
მზე მემუქრება გარდაცვალებით...
- მაინც, საკუთარ ნერვების ფასად,
სიცოცხლის ფასად, ბოლოსდაბოლოს, -
ან გავიმარჯვბ საკუთარ თავთან,
ანდა ეს ბრძოლა მომიღებს ბოლოს...
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев