თუმც პოეზია სისხლის ყველა წვეთზე მეტია.
ვეღარ ვეტევი მუზებისგან შეკრულ წრედებში,
ძარღვის გადახსნაც მეტიჩრობა და ზედმეტია..
სახლის კუთხეში,
მაგიდაზე,
ფანჯრის რაფაზე..
პოეზიაა ჩამომჯდარი ყველგან და ვცხოვრობთ...
როცა ცხოვრება ჩემს სიცოცხლეს ჩამო-აბაზ-ებს,
მაშინ დაიწყებს ეს ლექსებიც სიცოცხლეს მხოლოდ!
მაგრამ მანამდე ძარღვს გამოტეხს მძვინვარე სისხლი,
მელანს დავანთხევ პოეზიას სისხლის წვეთებად...
ზოგჯერ ხდება,რომ მუზებს მხოლოდ თითებზე ვითვლი,
ხან ყველა მუზა ერთ სივრცეში ჩაიკეტება.
ახლაც მსტუმრობენ პოეზიით მირონცხებულნი,
(ანარქია კი თავისთავად მოწესრიგდება)
უამრავია ქაოსურად მიმობნეულნი,
შედევრებიც ხომ ქაოსიდან წარმოიქმნება?!
ისე გამიჯდა პოეზია სისხლუჯრედებში,
რომ ყველა სტროფი ჰაერი და უფრო მეტია...
ლექსებთან ერთად ადგილს ვნახავ სადმე კუთხეში,
ჩემთვის განკუთვნილ სიცოცხლეში თუ ჩავეტიე!..
ისე შემიკრა პოეზიამ უკვე ქურთუკი,
დედამიწიდან წასვლას ვეღარ გადავავადებ,
ხოდა გამიღე მაცხოვარო კარები,თუ კი
უკურნებელი პოეზიით დამაავადე! "
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев