ღალატისთვის მიმეტებენ,
ერთხელ, როცა
ჩამიკლავენ გრძნობას,
ათასჯერ რომ
სიყვარულზე დამიფიცონ,
აღარა მაქვს
ძველებურად ნდობა.
ერთხელ, როცა
სიმართლისთვის ზურგს
მაქცევენ, ერთხელ, როცა
შავი თეთრად მოსჩანს,
ასეთ კაცში აღარ ველი
დანდობას და აღარ ველი
სიყვარულის "ბოღჩას".
ერთხელ, როცა ძირს
დაცემულს მიმატოვებს,
გვერდს ამივლის,
დამიპირებს "მოკვლას",
ასეთ კაცში რას ველოდე
სიავის მეტს, სიშურისგან
ბოღმა-დარდი რომ
ჰკლავს. ერთხელ, როცა
შემილახავს ღირსებას და
ტყუილისთვის
დამიფიცებს გამჩენს,
ჩემს შეცდომებს
სათითაოდ დამითვლის
და თავისას კი
ვერასოდეს ამჩნევს.
ერთხელ, როცა
დამისერავს გულის
კედლებს, ერთხელ, როცა
ამომივსებს შხამით
,ყალბი სიტყვით ნუ
ეცდება გამთელებას,
გაბზარულის მუდამ
რჩება შრამი. ერთხელ,
როცა არ ისურვებს
პატიებას, ერთხელ, როცა
არ მოიხდის ბოდიშს,
სხვისგან რჩევას არ
მიიღებს დარიგებად,
ნაშენ ბუდეს
დაუნდობლად მოშლის.
განა მე კი უშეცდომოდ
მიცხოვრია? განა მე კი
თავს ვამეტებ ვინმეს?
ბოდიშები ვისთვისაც კი
მომიხდია ,ზურგშექცევას
სწორედ მისგან ვიღებ. რა
იქნება, ეს ცხოვრება
ყოფილიყოს
სიყვარულით და
სიკეთით სავსე, შური,
მტრობა, სიბოროტე
ერთმანეთში, ოდითგანვე
დედამიწას ავსებს.
დავთმოთ ყველამ
საკუთარი ამბიცია,
დასაღუპად სანამ
მივალთ ზღვარზე, რადგან
ცოდვებს სათითაოდ
დაგვითვლიან, როს
მივაღწევთ მაცხოვარის
კარზე
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев